22 სექტემბრიდან ზაარბრიუკენის მოედანზე „ჯი-ემ-თი ჯგუფი“ ახალ გასტრონომიულ ობიექტს აამოქმედებს - ამის შესახებ BM.GE-ის კომპანიიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, გასტრონომიული დუქანი „რიგი“, სტუმარმასპინძლობის სფეროში ერთ-ერთი წამყვანი კომპანია “ჯი-ემ-თი ჯგუფის” მორიგი გასტრონომიული პროექტია, რომლის კონცეფციისა და ბრენდინგის შექმნაზე კვების საკონსულტაციო ბიზნეს სააგენტო “გასტრონავტმა” იმუშავა.
თავად კომპანიაში კი ახალ ობიექტს ასე ახასიათებენ - ადგილი, სადაც ძველთბილისური რიგები, გემო და გასტრონომია, ახლებური ხედვით გაცოცხლდება თანამედროვეობაში.
„მას შემდეგ, რაც თბილისის გულში, ზაარბრიუკენის მოედანზე მდებარე სახაბაზო “პური გულიანი“, კარგად ნაცნობ, გულიანი მასპინძლობის ადგილად იქცა თბილისელებისა და დედაქალაქის სტუმრებისათვის, მისი შემქმნელები კიდევ ერთი, გამორჩეული კონცეფციის მქონე სივრცეს ჰპირდებიან ქალაქს.
„რიგის“ კონცეფცია ქალაქური გემოებისა და ძველთბილისური ბაზრის იდეას აერთიანებს, სადაც თბილისური გასტონომიული კულტურა და ქალაქური ხასიათი, რიგიანად შეერწყა თანამედროვეობის მოთხოვნებს. "ჯი-ემ-თი ჯგუფის" მიერ საკუთარ სოციალურ პასუხისმგებლობად აღებულ ამოცანებს შორის, ქართული გასტრონომიის განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. შესაბამისად, მთლიანად ჯგუფისა და "რიგის", როგორც ბრენდის გამოწვევაა, ხელი შეუწყოს თბილისური და ზოგადად, ქართული სამზარეულოს ახლებურად გაცოცხლებას და მისი გასტრონომიული ღირებულების ზრდას ჩვენს დროში“, - განმარტავენ კომპანიაში.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ