მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

GBE.GE - ბაზარზე ადვოკატთა გამოცდისთვის მოსამზადებელი ონლაინ პლატფორმა გამოჩნდა

5e47cf1521fad
ლევან თაღიაშვილი
15.02.20 15:10
1695
ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდისთვის მომზადება უკვე online გახდა შესაძლებელი. GBE.GE ახალი პლატფორმაა, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს აირჩიოს სხვადასხვა პაკეტი და სრული კურსის გავლის შემდეგ იმიტირებული გამოცდაც ჩააბაროს.

როგორც მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი, სალომე მოქია ამბობს, GBE.GE-ს გუნდი გამოცდილი პროფესიონალებითაა დაკომპლექტებული და მათ მიერ შედგენილი საიმიტაციო გამოცდა მაქსიმალურადაა მიახლოებული რეალობასთან.

როგორც GBE.GE-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, პაკეტში 3000-ზე მეტი თემატურად დალაგებული ტესტი შედის, თითოეულ მათგანს კი ახსნა და მუხლის ციტირება გააჩნია, რაც ახსნის პროცესს უფრო მარტივს ხდის.

გარდა ამისა, ვებ-გვერდს მომხმარებლის პირადი სტატისტიკის დამუშავება შეუძლია და მას სუსტი მხარეების იდენტიფიცირებაშიც ეხმარება.

რაც შეეხება სპეციალიზაციებს, მომზადება როგორც სამოქალაქო, ისე სისხლის და საერთო სამართლის კუთხით არის შესაძლებელი.

სრული პაკეტის ფასი 250 ლარიდან იწყება და 400 ლარამდე მერყეობს.