მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

GEC Consulting-მა დაჯავშნის პლატფორმა GEC Online ჩაუშვა

6183a353ab369
BM.GE
04.11.21 13:10
720
GEC Consulting-ის ახალი დაჯავშნის პლატფორმა GEC Online-ის გამოყენებით, ერთ სივრცეში ბიზნეს საჭიროებიდან გამომდინარე შესაძლებელია სხვადასხვა სფეროში გამოცდილი ბიზნეს კონსულტანტებისა და სერვისების დაჯავშნა.

GEC Online-ის გამოყენება შეუძლია ნებისმიერ მსურველს, რომელსაც ესაჭიროება ეფექტური ბიზნეს რჩევები ორგანიზაციული ეფექტიანობის ზრდისთვის და განვითარებისთვის. პლატფორმის მთავარი მიზანია საკონსულტაციო მომსახურების ხელმისაწვდომის ზრდა და სერვისის მიღების პროცესის გამარტივება.

GEC Online-ზე მომსახურების მისაღებად რეგისტრაცია საჭირო არ არის. ბიზნეს კონსულტანტთან ინდივიდუალური შეხვედრის დაჯავშნა შესაძლებელია კონსულტანტის პირად გვერდზე მიბმული კალენდრის ან ჩატის გამოყენებით. პლატფორმის მომხმარებელს თავად შეუძლია განსაზღვროს შეხვედრის სასურველი თარიღი, დრო და ხანგრძლივობა. სერვისის დაჯავშნის შემთხვევაში, რომელსაც კონსულტანტთა ჯგუფი გამართავს, შეხვედრის ხანგრძლივობა წინასწარ არის განსაზღვრული. სერვისის დაჯავშნის ფორმის გამოყენებით მომხმარებელს შეუძლია სასურველი თარიღის მოწერა. გარდა ამისა, პლატფორმაზე არსებული “დასვი შეკითხვა“ ოფციის გამოყენებით მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს გამოაგზავნოს ბიზნეს საჭიროებასთან ან გამოწვევასთან დაკავშირებით კითხვები. მიღებული ინფორმაცია დამუშავდება GEC-ის ბიზნეს კონსულტანტების მიერ. GEC Online-ზე ბიზნეს კონსულტანტები და სერვისები მუდმივად დაემატება.

GEC Consulting-ი არის საერთაშორისო ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია, რომელმაც კერძო და საჯარო ორგანიზაციებისთვის საქმიანობის ეფექტიანობის გაუმჯობესებისა და განვითარებისათვის საჭირო კონსულტაციების გაწევა 2010 წლიდან დაიწყო. GEC სხვადასხვა ქვეყანაში ოპერირებს და აქვს წარმომადგენლობა ყაზახეთსა და ყირგიზეთში. კომპანიის მისიაა პარტნიორი ორგანიზაციების საქმიანობის გაუმჯობესების გზების მოძიება, მათი პოტენციალისა და ბიზნეს შესაძლებლობების აღმოჩენა და მდგრადი ორგანიზაციის შექმნაში მხარდაჭერა.


(NS)