28.ივლისი .2021 21:39

მარიხუანა ნიკოტინს ჩაანაცვლებს - British American Tobacco

მარიხუანა ნიკოტინს ჩაანაცვლებს - British American Tobacco
views 3511
უკან

დიდი ბრიტანეთის თამბაქოს მწარმოებელი კომპანია British American Tobacco აცხადებს, რომ მარიხუანა სამომავლოდ ნიკოტინს ჩაანაცვლებს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ კომპანიის თქმით, მათ სურთ უფრო ჯანსაღი პროდუქცია შესთავაზონ მომხმარებელს ვიდრე თამბაქოა და ამიტომ კომპანია ტრადიციული სიგარეტის წარმოებიდან ეტაპობრივ გამოსვლას განიხილავს.

British American Tobacco-ის ხელმძღვანელის ჯეკ ბოულის განცხადებით, კომპანია მარიხუანას ჩართვას წარმოებაში აქტიურად განიხილავს, როგორც ნიკოტინის ალტერნატივას და მოსახლეობასაც ამ ცვლილებისკენ აქტიურად მოუწოდებს.

„მე ვფიქრობ, რომ მარიხუანა მომავლის ნაწილია, თუმცა ამჟამინდელი ჩვენი მცდელობა ნიკოტინის ჯანმრთელობაზე ნეგატიური გავლენის რამენაირად დაბალანსებაა. მე მოვუწოდებ მოსახლეობას მარიხუანა ნიკოტინის შემცველ საშუალებად განიხილონ“, - განაცხადა ბოულიმ.

აღსანიშნავია, რომ British American Tobacco-მ პირველი კვარტალის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც კომპანიის შემოსავალი 8.1%-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 12.18 მილიარდი ფუნტი სტერლინგი შეადგინა.