მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შრომის ანაზღაურების 50%-იანი სახელმწიფო სუბსიდიით მხოლოდ სამმა დამსაქმებელმა ისარგებლა

5ef363055ac72
BM.GE
25.06.20 09:45
1118
დასაქმების მაძიებელთა დიდი რაოდენობა და პროფესიების მოთხოვნა-მიწოდებას შორის შრომის ბაზარზე არსებული დისბალანსი - სწორედ ამ გამოწვევების საპასუხოდ მოამზადეს "ქართული ოცნების" დეპუტატებმა კანონპროექტი "დასაქმების ხელშეწყობს შესახებ", რომელიც მათ შორის გარკვეული კატეგორიის პირების შრომის ანაზღაურების სუბსიდირების მექანიზმსაც მოიცავს. აღსანიშნავია, რომ ის, რაც სოფიო კილაძის მომზადებულ კანონპროექტში წერია და მოიცავს როგორც შრომის ანაზღაურების სუბსიდირების მექანიზმს, ისე სამუშაო ძალის მომზადება -გადამზადების პროგრამებს, ახალი ვალდებულება არ არის. ამ ფუნქციას ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტო და ახლა უკვე დასაქმების სააგენტო, აქამდეც ახორციელებდა.

სააგენტოდან გამოთხოვილი სტატისტიკა აჩვენებს, რომ 2019 წლის განმავლობაში დასაქმების ხელშეწყობის ერთ-ერთი მექანიზმით, რაც გარკვეული კატეგორიის ბენეფიციარებისთვის შრომის ანაზღაურების სუბსიდირებას ითვალისიწნებს, მხოლოდ რამდენიმე დამსაქმებელმა ისარგებლა.

სუბსიდიით სარგებლობა შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემა worknet.gov.ge-ში რეგისტრირებულ, სამუშაოს მაძიებელ ახალგაზრდებს შეუძლიათ მოწყვლადი ჯგუფებიდან, მაგალითად როგორიც არიან დევნილები, სოციალურად დაუცველები, შშმ პირები და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროები მქონე პირები.

მიუხედავად იმისა, რომ მექანიზმი სახელმწიფოს მხირდან შრომის ანაზღაურების 50%-ით სუბსისირებას ითვალისწინებს, როგორც სტატისტიკა აჩვენებს, დიდად ეს მოტივატორი არ აღმოჩნდა დამსაქმებლებისთვის. გასული წლის მონაცემებით, სუბსიდირების მექანიზმი მხოლოდ სამმა დამსაქმებლემა გამოიყენა. დასაქმდა 3 ადამიანი, მათ შორის 2 შშმ პირია.