Colliers International Georgia-ს 2017-2019 წლების უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვის მიხედვით, 2017 წელთან შედარებით, ვაკანტურობის კოეფიციენტი B კლასის მშრალ საწყობებში 10 პროცენტული მაჩვენებლით, ხოლო C კლასის მშრალ საწყობებში - 12-ით შემცირდა.
მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ თბილისის მთლიანი საწარმოო და ლოგისტიკური ფართი 1.69 მლნ კვ.მ-ს შეადგენს. ამასთან, 2018-2019 წლებში თბილისის ინდუსტრიული და ლოგისტიკური ქონებების ჯამური ფართი 31 000 კვ.მ-ით გაიზარდა, რაც 2%-იან ზრდას ასახავს.
მათივე ინფორმაციით, 2017 წლის შემდეგ, საწარმოო და ლოგისტიკური ფართების იჯარები შემცირების ტენდენციით ხასიათდება, როგორც მშრალ ასევე სამაცივრე სასაწყობე ქონებებში. მაჩვენებელი B და C კლასის ქონებებში 6.4% და 4.7%-ით შემცირდა.