24.იანვარი .2021 15:15

GEORGIA TRAVEL GROUP: "ისრაელის მოსახლეობა მზადაა, საქართველოში აპრილ-მაისში იმოგზაუროს"

GEORGIA TRAVEL GROUP: "ისრაელის მოსახლეობა მზადაა, საქართველოში აპრილ-მაისში იმოგზაუროს"
views 690
უკან

“ჩვენი პარტნიორები ისრაელში საქართველოში მოგზაურობაზე მზაობას გამოთქვამენ”- ამის შესახებ ტურისტული კომპანია GEORGIA TRAVEL GROUP-ის დამფუძნებელმა თამარ კურტანიძემ განაცხადა.

როგორც კურტანიძე ამბობს, ისრაელში მათი პარტნიორები ელოდებიან ვაქციანაციის პროცესის დასრულებას და უკვე ამის შემდგომ მზაობას გამოთქვამენ თანამშრომლობაზე. მათი თქმით, ისრაელის მოსახლეობა მზადაა, რომ საქართველოში აპრილ-მაისში იმოგზაუროს.

“ჩვენი ძირითადი ბაზარი არის ისრაელი და სწორედ ის ქვეყანა, სადაც აქტიური ვაქცინაცია მიმდინარეობს. ამ ქვეყანაში ამჟამად არის მკაცრი ლოქდაუნიც, რომელიც, იმედია, მალე მოხსნება. ჩვენს პარტნიორებს აქვთ პოზიტიური განწყობა დაახლოებით აპრილ-მაისში, როცა დასრულდება ვაქცინაცია ტურიზმის გახნას ელოდებიან. მოსახლეობის მხრიდანაც არის პოზიტიური განწყობა მოგზაურობასთან დაკავშირებით. არ აქვს არავის ილუზია რომ მსოახლეობის 100% იმოგზაურებს, იქნება ნაკლები რაოდენობა, მაგრამ მოთხოვნა არის, მათ შორის საქართელოზეც”-ამბობს ტურისტული კომპანია GEORGIA TRAVEL GROUP-ის დამფუძნებელი თამარ კურტანიძე.