მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„Georgian products“ აშშ-ში ლოგისტიკური ცენტრის შექმნას გეგმავს

62d946a6997a3
მარიამ იზორია
21.07.22 16:27
2477
ცხოველების ავეჯისა და საკვები პროდუქტების მწარმოებელი კომპანია „Georgian products“ აშშ-ში ლოგისტიკური ცენტრის დაფუძნებას გეგმავს.

როგორც გადაცემა "რედაქტ2-ში" კომპანიის დამფუძნებელმა დავით ბარდავლიძემ განაცხადა, აღნიშნული ლოგისტიკური ცენტრი, Georgian products-ის პროდუქციით როგორც აშშ-სა და კანადას, ასევე სამხრეთ ამერიკის ქვეყნებს მოამარაგებს.

ბარდაველიძის თქმით, პროექტის განხორციელებას დაახლოებით ერთი წელი დასჭირდება.

„ამერიკის ბაზარზე პანდემიის პერიოდში შევედით. ლოგისტიკის გამო პროცესები გაჭიანურდა, თუმცა ეტაპობრივად ვმკვიდრდებით. იდეა გვაქვს, რომ პარტნიორებთან ერთად ლოგისტიკური ცენტრი გავაკეთოთ, რომელიც აშშ-ს და კანადის გარდა, სამხრეთ ამერიკასაც მოამარაგებს“ - აღნიშნავს ბარდავლიძე.

Georgian products-ი 100%-ით ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიაა. საქართველოში დამზადებული ცხოველების ავეჯი და საკვები პროდუქტები დღეის მდგომარეობით როგორც ევროკავშირის ქვეყნებში, ისე აშშ-ში იყიდება. კომპანიის ცნობით, Made in Georgia - ამ წარწერით საქართველოში დამზადებული უმაღლესი ხარისხის პროდუქტი 2 მილიონზე მეტ ევროპულ და ამერიკულ ოჯახში უკვე მოხვდა.

“ასოცირების ხელშეკრულებასთან ერთად დავფუძნდით და ჩვენი გათვლა თავიდანვე ექსპორტი იყო. შესაბამის სტანდარტებს წარმოების დასაწყისშივე მოვერგეთ. წლიდან-წლამდე ექსპორტის მიმართულებით 25%-30%-იანი ზრდა გვაქვს“ - განაცხადა ბარდაველიძე.

Georgian products წლიურად მილიონზე მეტ ერთეულ ცხოველების ავეჯს ამზადებს. გასულ წელს კომპანიამ 90 მლნ ლარის ექსპორტი განახორციელა. კომპანიის საწარმოში ამ ეტაპზე 600-მდე ადამიანია დასაქმებული.