მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Georgian Wings-ი თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეგულარულ ფრენებს იწყებს

64ae3939b637c
BM.GE
12.07.23 09:23
6112
2023 წლის 28 ივლისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ქართული ავიაკომპანია Geosky-ს სამგზავრო მიმართულება Georgian Wings-ი, პირველ სამგზავრო რეისს ბათუმის მიმართულებით შეასრულებს.

მგზავრებს, 70 ადამიანზე გათვლილი საჰაერო ხომალდი ყოველდღე, კვირაში 12 სიხშირით მოემსახურება.

დღეიდან ავიაბილეთების შეძენა უკვე შესაძებელია, ავიასალაროებსა და ტურისტულ კომპანიებში, ხოლო 15 ივლისიდან - ოფიციალური ვებ გვერდის Georgianwings.com-ის მეშვეობით. 

რაც შეეხება ფასებს, როგორც კომპანიაში bm.ge-ის განუცხადეს, თბილისი-ბათუმის მიმართულების ფასები 150 ლარიდან დაიწყება.

Georgian Wings-ის წარმომადგენელის განცხადებით, "ტურისტულ ბაზარზე არსებული მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, ავიაკომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, პირველ მიმართულებად ქვეყნის შიდა ფრენებზე გაეკეთებინა აქცენტი და მგზავრებისთვის თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბათუმის მიმართულებით, სულ რაღაც 55-წუთიანი ფრენის ხანგრძლივობით ყოველდღიური რეისები შეეთავაზებინა.“

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბათუმის მიმართულებით, პირდაპირ რეგულარულ ფრენებს მხოლოდ ავიაკომპანია Georgian Wings-ი სთავაზობს მგზავრებს.