მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გერმანულმა Ritter Sport-მა Milka-ს სასამართლო მოუგო

5f19aa63d7c1c
ნათია თაქთაქიშვილი
23.07.20 19:36
1164
გერმანულმა Ritter Sport-მა Milka-ს სასამართლო პროცესი მოუგო. შოკოლადის გერმანულმა მწაროებელმა Milka პლაგიატში დაადანაშაულა. კომპანია აცხადებდა, რომ კვადრატული ფორმის შოკოლადის წარმოების უფლება მხოლოდ მათ ჰქონდათ. ამის შესახებ ინფორმციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, ამიერიდან გერმანიის უზენაესი სასამართლოს დადგენილებით, კვადრატული შოკოლადის წარმოება მხოლოდ კომპანია Ritter Sport-ს შეუძლია.

BBC წერს, რომ გერმანული Ritter Sport კვადრატულ შოკოლადს 1960 წლიდან აწარმოებს. თუმცა, 10 წლის წინ ასეთი ფორმის პროდუქციის გამოშვება შვეიცარიულმა Milka-მაც დაიწყო.

Ritter Sport-მა 2017 წელს გერმანიის საპატენტო უწყებას მიმართა და განაცხადა, რომ კვადრატული ფორმა უპირატესობაა.

სასამართლოს ვერდიქტით, მართალია, კვადრატულ შეფუთვას მხატვრული ღირებულება არ აქვს, მაგრამ ის განასხვავებელი ნიშანია და მომხმარებლებში Ritter Sport-ან ასოცირდება. შესაბამისად, ამიერიდან კვადრატი Ritter Sport-ის დაცული სავაჭრო ნიშანი იქნება.