მეწარმეებისთვის საქმიანობის ნებართვის მიღება უნდა გამარტივდეს - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება "ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგლა მიქაუტაძემ განაცხადა.
"მოვუწოდებთ მთავრობას, მუქარის ნაცვლად ბიზნესისთვის მუშაობის ნებართვის გაცემის მოქნილი და სწრაფი მექანიზმი შეიმუშაოს, რაც გადაარჩენს ბევრ კომპანიას გაკოტრებისგან. თუ საჭიროა, ეკონომიკის სამინისტრომ უნდა გაზარდოს ის ჯგუფი, რომელიც ამ კომპანიების შესწავლასა და შეფასებას ახორციელებს.
დღეს, ასეულობით მცირე და საშუალო მეწარმე მზად არის, დაიცვას კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული რეკომენდაციები და გააგრძელოს საქმიანობა. ამისთვის ისინი მთავრობას შემოწმებას და სპეციალური ნებართვის გაცემას სთხოვენ. თუმცა, პასუხს კვირების განმავლობაში ვერ იღებენ. მათ რიცხვშია ისეთი კომპანიებიც, რომლებიც ემსახურებიან №181 დადგენილებით უკვე უფლება მინიჭებულ კომპანიებს. თუმცა, აკრძალვის გამო, ვერ ასრულებენ ნაკისრ ვალდებულებებს.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მეწარმეებმა, რომლებსაც საგანგებო მდგომარეობის პერიოდში ეკონომიკური საქმიანობის გაგრძელება სურთ, უნდა შეავსონ ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმა. შესწავლის შემდეგ, ეკონომიკის სამინისტრო მოამზადებს დასკვნას, ხოლო მათთვის საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა", - განაცხადა გიგლა მიქაუტაძემ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
თუ გაუარესდება ვითარება, იძულებული გავხდებით შეზღუდვები დავაბრუნოთ - პრემიერი
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
შესაძლოა, ჭურჭელზე, ავეჯსა და ფეხსაცმელზე სახელმწიფო კონტროლი დაწესდეს - პეტიცია პარლამენტშია
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?