მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“გლობალ თრეველი”: 2019 წლის ნიშნულამდე დასაბრუნებლად მინიმუმ ერთი წელი დაგვჭირდება

5fb28b8d068b7
ლიკა გურაბანიძე
16.11.20 21:20
856

2019 წლის ნიშნულამდე დასაბრუნებლად მინიმუმ ერთი წელი დაგვჭირდება - ამის შესახებ “გლობალ თრეველის” დამფუძნებელმა თინათინ მარგალიტაშვილმა გადაცემა “საქმიან დილაში” საუბრისას განაცხადა.

“პანდემიამ მსოფლიოში დაბნეულობა გამოიწვია და საავიაციო და სასტუმრო სექტორების კონსოლიდირება ვერ მოხდა. დაინიშნა ჩარტერული რეისები, შესაბამისად ეს ტურიზმს აღდგენაში ვერ დაეხმარებოდა. პანდემიამ ტურიზმის პარალიზება გამოიწვია და კონკრეტულად ვერ ვიტყვით ხელი რა ნაწილში შეგვიშალა, რადგან უდიდესი პრობლემა მთლიანობაში შექმნა.

მოცემულობაა, რომ საზღვრები ჩიაკეტა და ტურისტები აღარ გადაადგილდებიან, ალბათ ეს ძირითადი ხელშემშლელი ფაქტორია. იმისთვის, რომ 2019 წლის ნიშნულს დავუბრუნდეთ მინიმუმ ერთი წელი დაგვჭირდება.

საქართველოს შიდა ტურიზმის სტიმულირებისთვის დიდი პოტენციალი აქვს, რადგან საქართველო თავისი მდებარეობით უნიკალურია. შესაბამისად, როდესაც პანდემია დასრულდება ტურიზმის ნაწილში ზრდა გაგრძელდება”, - აღნიშნა მარგალიტაშვილმა.