მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გოგა გულორდავა წალენჯიხის ახალ მერს წარმატებას უსურვებს

617e796238666
თელარა გელანტია
31.10.21 15:07
2962
წალენჯიხის მერობის კანდიდატი “ქართული ოცნებიდან” გოგა გულორდავა facebook-ზე პოსტს აქვეყნებს, სადაც გამარჯვვებულს, წალენჯიხის ახალ მერ გიორგი ხარჩილავას წარმატებას უსურვებს.

საქმე ის არის, რომ წალენჯიხა ერთადერთია, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში გამარჯვება ოპოზიციის მერობის კანდიდატმა მოიპოვა.

გოგა გულორდავას პოსტს bm.ge უცვლელად გთავაზობთ:

“მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს მშობლიურ ქალაქს, რაიონს, თითოეულ ამომრჩეველს, რომელიც მივიდა არჩევნებზე და დააფიქსირა საკუთარი პოზიცია. მადლობა ყველას, ვინც მხარი დამიჭირა, თანადგომა გამომიცხადა და ამ წლების მანძილზე ერთგულად იბრძოდა ჩემი და ჩვენი გუნდის გვერდით. ჩვენ შევქმენით განვითარების ის სქემა, რომელიც წალენჯიხის კეთილდღეობის ხარისხზე ნათლად აისახა.

წარმატებას ვუსურვებ გია ხარჩილავას, მიუხედავად იმისა, რომ ის წარმოადგენს იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ჩემთვის და საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის მიუღებელია. ვიმედოვნებ, რომ მისი დღისწესრიგი მისი პარტიისგან განსხვავებით, საქმეზე ორიენტირებული იქნება და თავის მანდატს წალენჯიხას მოახმარს”, - წერს გოგა გულორდავა.