მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გონიოს ყოფილი პოლიგონის ტერიტორია ინვესტორის მოლოდინშია

5aab77afaae0e
ელენე გოგბერაშვილი
16.03.18 11:50
2130
მთავრობა გონიოს ყოფილი პოლიგონის საზღვაო კურორტად განვითარებას განიხილავს, თუმცა ტერიტორია რამდენიმე წელია უფუნქციოდაა და ინვესტორების მხრიდან დაინტერესის მიუხედავად, კონკრეტული პროექტი და ინვესტორი კომპანია ამ დროისთვის გამოკვეთილი არ არის.

გონიოს პილიგონის განვითარების კონცეფცია და ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა საერთაშორისო ორგანიზაცია Colliers International-მა მოამზადა. როგორც BM.GE-ს აჭარის ეკონომიკის სამინისტროში განუცხადეს, სწორედ აღნიშნული კვლევის ფარგლებში მოხდება გონიოს საინვესტიციო პოტენციალის ათვისება. სამინისტროში ამბობენ, რომ ტერიტორიას აქვს პოტენციალი განვითარდეს როგორც მაღალი დონის საზღვაო კურორტი, შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურით. გონიოსადმი ინვესტორთა ინტერესი ძალიან მაღალია, თუმცა ამბობენ, რომ კონკრეტული გადაწყვეტილება ამ დროისთვის მიღებული არ არის.

გონიოს ყოფილი პოლიგონის ტერიტორია 314 ჰექტარ მიწის ფართობს მოიცავს. განვითარების კონცეფციის მიხედვით, განაშენიანდება როგორც გონიოს დასახლება, ისე პოლიგონის ტერიტორია. აშენდება ხიდი, რომელიც აღნიშნულ ტერიტორიას ბათუმთან დააკავშირებს.

აჭარის მთავრობის მიერ გაკეთებლი განცხადებების მხიედვით, გონიოს პოლიგონის ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრქტურის მოწყობით დაინტერესებული იყვნენ როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ინვესტორები. ორი წლის წინ, აღნიშნული ტერიტორიით ინტერესი არაბთა გაერთიანებული საემიროების შეიხმაც გამოხატა, თუმცა დღეის მდგომარობით როგორც ჩანს ინვესტორების მხრიდან ინტერესი, კონკრეტულ პროექტად არ ქცეულა.

გონიოს პილიგონის საინვესტიციო პოტენციალი მთავრობას 3 მილიარდ დოლარად აქვს შეფასებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები