14.სექტემბერი .2019 17:50

გორბაჩოვის Glockenpalast 4,8 მილიონ ევროდ გაიყიდა

views 900
უკან

გერმანიაში, ქვემო საქსონიის რეგიონში, ექსტრავაგანტული შენობა 4,8 მილიონ ევროდ გაიყიდა. Glockenpalast-ს, ე.წ სამრეკლო სასახლეს საფუძველი საბჭოთა კავშირის ყოფილმა ლიდერმა მიხეილ გორბაჩოვმა და მისმა მეუღლემ ჩაუყარეს. შენობას მათი აპარტამენტების ფუნქცია უნდა შეესრულებინა.

ისტორიული ნაგებობა დაახლოებით 16 წლი რესტავრირდებოდა. ხის სასახლე, რომელიც სხვადასხვა რუსულ არქიტექტურულ სტილს აერთიანებს, 2013 წელს საზეიმოდ გაიხსნა. განცხადება სასახლის გაყიდვის შესახებ რამდენიმე სამაკლერო ბიურომ ცოტა ხნის წინ გაავრცელა. დღეს კი, ბროკერებმა მისი ოფიციალური გაყიდვა დაადასტურეს.

გიფჰორნში მდებარე ხის სასახლეს საფუძველი 1996 წელს საბჭოთა კავშირის ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ გორბაჩოვმა ჩაუყარა.