მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გორის ციხის რეაბილიტაცია იგეგმება

5af5bf9f2c345
თამუნა დემეტრაშვილი
11.05.18 20:25
1051
გორის ციხის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველ ეტაპზე 350 ათასი ლარი დაიხარჯება. სამუშაოების შესყიდვის მიზნით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ტენდერი გამოაცხადა. სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია, კარიბჭის კოშკის რეაბილიტაცია, ალაყაფის კარის მონტაჟი, ქვათა ცვენის საწინააღმდეგო დამცავი ბადეების მონტაჟი, ტერიტორიის ნაგვის და ნანგრევებისაგან გაწმენდა და სხვა სამუშაოები. დაინტერესებულ კომპანიებს წინადადებების წარდგენა 1 ივნისამდე შეეძლებათ, სარეაბილიტაციო სამუშაოები კი დეკემბრის თვეში უნდა დასრულდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები