მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გუდაური-კობის მონაკვეთზე სატრანსპორტო მოძრაობა სრულად აღდგა - გზების დეპარტამენტი

63ba81a12f558
BM.GE
08.01.23 12:45
761
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისთვის გუდაური-კობის მონაკვეთზე სატრანსპორტო მოძრაობა სრულად აღდგენილია.

უწყების ცნობით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დაშვებულია.

უნდა აღინიშნოს, რომ გზის აღნიშნულ მონაკვეთზე სატრანსპორტო მოძრაობა 7 იანვრის საღამოს საათებში თოვის და ქარბუქის გამო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება კი დასაშვები იყო.