მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გუდაურში "მარშალ დეველოპმენტის" $5 მლნ-იანი პროექტი ხორციელდება - როდის გაიხსნება აპარტოტელი

5e3d75e687e60
ვიქტორია მღებრიშვილი
07.02.20 22:22
2347
სამშენებლო კომპანია „მარშალ დეველოპმენტი“ გუდაურში დაახლოებით 5 მლნ დოლარის ღირებულების აპარტოტელს აშენებს, - ამის შესახებ BM.GE-ს კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ნუცა ხიდირბეგიშვილმა განუცხადა.

მისი ინფორმაციით, პროექტი ორ ეტაპად ხორციელდება და პირველი ბლოკის მშენებლობის დასრულება გაზაფხულისთვის იგეგმება. პარალელურად, დაწყებულია აპარტამენტების გაყიდვები.

„პროექტის „მარშალ გუდაურის“ საინვესტიციო ღირებულება 5 მლნ დოლარია. შედგება 2 ბლოკისგან, წარმოადგენს აპარტოტელის ტიპის შენობას. მასში დაახლოებით 200-მდე ნომერი იქნება. აქ განთავსებული იქნება ყველა საჭირო სივრცე, იმისთვის რომ ჩვენს მობინადრეებს კომპლექსიდან გაუსვლელად შეეძლოთ მომსახურების მიღება: აუზი, მარკეტი, რესტორანი, პარკინგი. განსაკუთრებული ლოკაცია აქვს მდებარეობს გუდაურის ცენტრში. ასევე გამოირჩევა თავისი დიზაინით.

მშენებლობა 2019 წლის აპრილის თვეში დაიწყო და 2020 წლის ზაფხულში სრულად დავასრულებთ პირველ ბლოკს და დაიწყება მეორე ბლოკის მშენებლობა. პროექტი სრულად დასრულება 2021 წლისთვის იგეგმება. ანუ წელს ზაფხულში გავიხსნებით ოფიციალურად“, - ამბობს „მარშალ დეველოპმენტის“ აღმასრულებელი დირექტორი.

კითხვაზე რას შესთავაზებს კომპანია მომხმარებელს განსაკუთრებულს, ნუცა ხიდირბეგიშვილი აცხადებს, რომ მთავარ აქცენტს ხარისხზე აკეთებენ, როგორც მშენებლობის, ასევე მომსახურების სფეროში.

„გვექნება ძალიან კარგი მომსხურება, ასევე გაქირავების სერვისში გვექნება ძალიან დაბალი საკომისიო და ეს ჩვენი მომხმარებლისთვის საჩუქარი იქნება.

ხარისხთან მიმართებაში დემოკრატიული ფასები გვაქვს. ბინები 18 მ2-დან 100 მ2-მდეა, თუმცა, მცირე ზომის ფართები სრულად გაყიდულია და ჩვენ ვთავაზობთ მობინადრეებს 22 მ2-დან ფართებს. გარემონტებული 1 მ2-ის ფასი 1 250 $-დან 1 570 დოლარამდე მერყეობს.

ამასთან მინდა აღვნიშნო, რომ გუდაური ძალიან კარგი ადგილია საინვესტიციოდ, იმიტომ რომ ძალიან მალე ხდება იმ თანხის უკუგება, რომელსაც დებთ არსებულ უძრავ ქონებაში“, - განმარტავს ნუცა ხიდირბეგიშვილი.

მისივე თქმით, „მარშალ გუდაური“ კომპანიის პირველი მასშტაბური პროექტია.