გუდაურში ხელოვნური ტბა 2018 წლის ბოლომდე მოეწყობა. ამის შესახებ bm.ge-ს მთის კურორტების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა სანდრო ონოფრიშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, პროექტს კომპანია "ფერი" ახორციელებს, რომელმაც სამუშაოები მომდევნო წლის ბოლომდე უნდა დაასრულოს. მისი ინფორმაციით, როგორც კი თოვლი დადნება, კომპანია მუშაობას დაიწყებს. ამჟამად კი პროექტირების სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტის ავტორები ამბობენ, რომ ხელოვნური ტბა გუდაურში სეზონის უფრო ადრე გახსნას შეუწყობს ხელს, რადგან ტბა ხელოვნური გათოვლიანებისთვის არის საჭირო. ხელოვნური გათოვლიანება კი ბუნებრივი კლიმატური პირობებისგან დამოუკიდებლობის საშუალებას იძლევა.