მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გვენეტაძის თქმით, თუ "ჩრდილოვანი" დაკრედიტება გაიზრდება, სებ-ი მევახშეებს რეგულაციებს გაუმკაცრებს

5e314fa3844c9
შოთა ტყეშელაშვილი
29.01.20 13:50
1222
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა დღეს ჩრდილოვანი დაკრედიტების შესახებ დასმულ კითხვაზე განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ სებ-ი დაინახავს, რომ ე.წ. კერძო მევახშეთა მხრიდან ეკონომიკის დაკრედიტების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად იზრდება, ეროვნული ბანკი მის შესაჩერებლად შესაბამის ნაბიჯებს გადადგამს. 

"რაც შეეხება საბანკო სისტემაში ჩრდილოვან სექტორს, თუ ჩვენ დავინახავთ, რომ მევახშეების მიმართულებით გააქტიურდება, მაგრამ ბევრი ზომა არის მიღებული რათა ეს მიმართულება იყოს შეზღუდული, თუმცა მისი სრულად გაქრობა არ ხდება და ის ყოველთვის იარსებებს, თუ დავინახეთ, რომ ეს სექტორი იზრდება და უფრო მნიშვნელოვანი ხდება, ჩვენ მას ყურადღებას მივაქცევთ, რათა კანონმდებლობით არ მოხდეს ამ სექტორის უფრო მეტად ზრდა", - ამბობს კობა გვენეტაძე. 

აღსრულების ეროვნული ბიუროს 2019 წლის 10 თვის მონაცემებით, ქვეყანაში სულ 1039 უძრავი ქონების დასაკუთრება მოხდა, რომლის 49%-იც (514 ქონება) კერძო მევახშეების სასარგებლოდ გაიყიდა. კომერციულ ბანკებზე 411 (40%) უძრავი ქონება მოდის. 114-ის (11%) შემთხვევაში, კრედიტორი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იყო. 

"2017 წლის შემდეგ დასაკუთრებული უძრავი ქონების რაოდენობა შემცირების ტენდენციით გამოირჩევა. 2017 წელს 1695, ხოლო 2018-ში კი 1395 ქონება გასხვისდა აუქციონის წესით. 

მევახშეების სექტორი საქართველოში ლეგალურია, მაგრამ ფაქტობრივად დაურეგულირებელი (რეგულირდება მხოლოდ იმ კერძო იპოთეკარების სექტორი, რომელთა მიერ გაცემული სესხების რაოდენობა აღემატება 20-ს, ხოლო ე.წ. წვრილი იპოთეკარების სექტორის შესახებ მონაცემები არ არსებობს). 

პრობლემის აღმოსაფხვრელად სასურველია აღნიშნული სესხების ერთიან ბაზაში მოქცევა და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის ზრდა, რაც გაზრდის კონკურენციას ამ სეგმენტში და გამოიწვევს მსესხებლის პირობების გაუმჯობესებას", - ნათქვამია ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკების" მიმოხილვაში.