მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჰაერის დაბინძურების მიზეზი მხოლოდ ავტომობილის გამონაბოლქვი არ არის

5b1a2c2367be7
BM.GE
08.06.18 11:10
5349
საავტომობილო გამონაბოლქვი, სამშენებლო მტვერი და ბუნებრივი ვენტილაციის არარსებობა - ექსპერტები გარემოს დაბინძურების მიზეზად, ძირითადად, ამ სამ ფაქტორს ასახელებენ. ილია სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ქეთევან ბაცაცაშვილი აცხადებს, რომ თბილისში ჰაერის დაბინძურებას, უმეტესად საავტომობილო გამონაბოლქვი იწვევს, რადგან მნიშვნელოვნად აქტიური ქარხანა ან საწარმო დედაქალაქში არ მუშაობს. ბაცაცაშვილის მტკიცებით, ავტომობილების საკითხი კომპლექსურია, რადგან პრობლემას მხოლოდ მოძველებული ავტოპარკი არ წარმოადგენს. მისი თქმით, ქალაქში საგრძნობლად მოიმატა ძველი და ახალი მანქანების რაოდენობამაც და ეს რიცხვი წლიდან წლამდე კიდევ უფრო იზრდება. ასევე, ჰაერის დაბინძურების მიზეზად სახელდება საწვავის ხარისხიც, თუმცა, ქეთევან ბაცაცაშვილი აცხადებს, რომ ამ ფაქტორის წინასწარი შესწავლის გარეშე დასახელება არასწორია.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ჰაერის დაბინძურების კიდევ ერთ მნიშვნელოვან მიზეზზე საუბრობს:

„ატმოსფერულ ჰაერში მტვრის ნაწილაკების შემცველობა საკმაოდ მაღალია. გამოდის, რომ მშენებლობები და სამშენებლო ნაგავი იწვევს ჰაერის დაბინძურებას. თანამედროვე სამშენებლო მასალები ხელოვნური მასალების მტვერსაც შეიცავს, რაც დამატებითი საფრთხეა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დამაბინძურებელი ეს არის აქროლადი ორგანული ნივთიერებები. ამ ნივთიერებებს შეიცავს ის მასალა, რომელსაც ადამიანები რემონტის დროს შიდა ინტერიერის მოპირკეთებისას იყენებენ. ეს ძალიან უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე.“