მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Handicraft - ხელნაკეთი ნივთები დედებისთვის

5f05ee52e4ae1
ლევან თაღიაშვილი
08.07.20 22:39
1538
Handicraft-ი ქართული ბრენდია, რომელიც ხელნაკეთი ნივთებით დედებს ყოველდღიურობას უმარტივებს. როგორც მისი დამფუძნებელი, თამარ კობახიძე "საქმიან დილაში" საუბრობს, 2017 წელს თავად სურდა მსგავსი პროდუქტის შეძენა, თუმცა ვერ შეძლო. მისი თქმით, ქართულ ბრენდებს აქვთ პოტენციალი ჩაანაცვლონ იმპორტირებული საქონელი.

სტარტაპი დაარსების დღიდან შეკვეთებს მხოლოდ Facebook-გვერდიდან იღებდა, თუმცა Mystartup.ge-ს შექმნის შემდეგ მომხმარებელთან კომუნიკაცია და რეალიზაცია გაცილებით მარტივი გახდა. ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ბაზარი სტარტაპებისთვის რამდენიმე თვის წინ გახდა ხელმისაწვდომი და პანდემიის პირობებში მათ სერიოზული დახმარება გაუწია.

Handicraft-ის დამფუძნებელი ჰყვება, რომ მომავალში ბავშვის სათამაშოების წარმოებასაც გეგმავენ.
თამარ კობახიძის თქმით, ე.წ Lockdown-ის დროს, ონლაინ მაღაზია დედებისთვის ერთადერთი ადგილი იყო, სადაც საჭირო ნივთების შეძენა შეიძლებოდა, შესაბამისად მომავალშიც ამ კუთხით აპირებენ განვითარებას.