26.ოქტომბერი .2020 18:43

იაკო ხომერიკი: მთელი მსოფლიო ვაქცინის გადაზიდვისთვის ემზადება

views 1309
უკან

"სატვირთო გადაზიდვების კუთხით ძალიან საინტერესო ფაზაში შევდივართ. მთელი მსოფლიო ვაქცინის გადაზიდვისთვის ემზადება. საავიაციო გადაზიდვისთვის ვაქცინის გადაზიდვა ყველაზე დიდი გამოწვევა იქნება", - ამის შესახებ “საქმიან დილაში” APG Georgia-ს დირექტორმა და APG Europe-ის ბორდის წევრმა იაკო ხომერიკმა განაცხადა.

ხომერიკმა ასევე აღნიშნა, რომ ავიაკომპანიებისთვის ვაქცინის გადაზიდვის პროცესში ყველაზე დიდი პრობლემა ტემპერატურული რეჟიმის დაცვა იქნება.

"დღეს რომ ჩვენ 50 000 ვაქცინა გვქონდეს, მის სწრაფად და უსაფრთხოდ მიწოდებას მსოფლიოსთვის შევძლებთ თუ - ვერა, ეს რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული: სად იწარმოება ვაქცინა; ვაქცინის განაწილება რომელი ტრანზიტული დერეფნიდან მოხდება და რომელ ქვეყნებში, ჯამში, რა რაოდენობის ვაქცინა იქნება და ასევე, რა ტემპერატურულ რეჟიმში უნდა მოთავსდეს.

ყველაზე დიდი პრობლემა ტემპერატურული რეჟიმია. მსოფლიო ბაზრის დიდი მოთამაშეები, ვაქცინის ტრანსპორტირებისთვის სამაცივრე ფერმების აშენებას, როგორც აეროპორტებში, ასევე, სატრანზიტო ზონებში იწყებენ. უკვე დიდმა ლაბორატორიებმა ავიაკომპანიებს სატვირთო სივრცე წინასწარ დაუჯავშნეს, რომ ვაქცინების სწრაფად და უსაფრთხოდ გადატანა მოხდეს", - განმარტა ხომერიკმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა