2021 წლის დასაწყისში ახალ გაცემულ იპოთეკურ სესხებში მცირედი წლიური კლება შეინიშნება. ამის შესახებ tbccapital-ის კვლევაშია აღნიშნული.
დოკუმენტის მიხედვით, 1-11 იანვრის პერიოდში ახალი გაცემული იპოთეკური სესხები წლიურად 7,1%-ით შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გამოკლებით).
ამასთან, 7 იანვრის მდგომარეობით თბილისში ბინების გაყიდვების რეგისტრაციის 7 დღიანი საშუალოს წლიურმა ცვლილებამ -7% შეადგინა.
შეგახსენებთ, რომ იპოთეკური სესხების სუბსიდიის პროგრამა მთავრობამ ზაფხულში დაიწყო და მისი მოქმედება 2020 წლის 31 დეკემბერს შეწყდა.
პროგრამის ბენეფიციარებს სახელმწიფო 5 წლის განმავლობაში იპოთეკური სესხის პროცენტის 4%–ს დაუფარავს, რისთვისაც მთავრობამ ანტიკრიზისულ ბიუჯეტში 70 მილიონი ლარი გაითვალისწინა.