მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იახტკლუბი, სასტუმრო, ვილები - ნატანებში $50 მილიონიანი პროექტისთვის ინვესტორს ეძებენ

5dcd7b77da171
სალომე მეცხვარიშვილი
17.11.19 10:00
1810
საინვესტიციო და მარკეტინგული საკონსულტაციო კომპანია AREA ნატანებში $50-მილიონიანი პროექტისთვის ინვესტორს ეძებს. როგორც კომპანიის მმართველი პარტნიორი ნინო ჯინჯოლავა აცხადებს, ამ დროისთვის მოლაპარაკებები 2 უცხოურ კომპანიასთან მიმდინარეობს - იტალიურ და ყატარულ ჯგუფებთან. საუბარია მრავალფუნქციური ობიექტის მშენებლობაზე, რომელიც მოიცავს იახტ კლუბს, სასტუმროს, პრემიუმ კლასის ვილებს და ა.შ.

“პროექტი, რომლის მდებარეობაც არის ნატანებში, გულისხმობს მრავალფუნქციური რეკრეაციული და ტურისტული დანიშნულების პროექტის განხორციელებას, რომელიც რეალურად გააერთიანებს სასტუმროს და საცხოვრებელ პრემიუმ ვილებსა და აპარტამენტებს. გათვალისწინებულია იახტ კლუბის მოწყობა, ადგილზე დაახლოებით 200 ნომერზე გათვლილი სასტუმრო, ასეულობით პრემიუმ ხარისხის აპარტამენტები, სტადიონი, გასართობი და რეკრეაციული ზონები მოეწყობა.

ახლა ვართ ინვესტორის მოძიების პროცესში. ბოლო პერიოდში წინ წამოიწია შეკვეთილის ტერიტორიამ, მარტო ბათუმზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არ კეთდება აქცენტი. ეს ტერიტორია განვითარდა ინფრასტრუქტურულად და ჩვენც შევუდექით ინვესტორის მოძიებას და დაფინანსების მოპოვებას”,- აცხადებს ნინო ჯინჯოლავა.

მისივე თქმით, პროექტის მშენებლობას დაახლოებით 5-7 წელი დასჭირდება, რადგანაც საუბარია საკმაოდ დიდი ფართობის 70-100 ათასამდე კვ. მეტრის მშენებლობის პოტენციალზე.