მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ICCA-ს ახალი წევრი კომპანია „ბიმ კუბია“

6103afbcbe763
ვიქტორია მღებრიშვილი
30.07.21 12:06
1286
„ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციას“ ახალი წევრი, კომპანია „ბიმ კუბი“ შეუერთდა, რომელიც სექტორში ინოვაციური მიმართულებით გამოირჩევა.

კომპანია 2020 წელს მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალი ინჟინერ-მშენებლების − თეიმურაზ გელაშვილისა და ოთარ დავითაძის მიერ დაარსდა.

როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი ოთარ დავითაძე აღნიშნავს, „ბიმ კუბის“ მისიაა, შენობა-ნაგებობების პროექტირება, სრული სამშენებლო პროცესის მართვა, სამშენებლო მენეჯმენტი და კონსალტინგი, ინოვაციური ტექნოლოგია BIM-ის გამოყენებით განხორციელდეს.

„ჩვენი კომპანია ქართულ სამშენებლო ბაზარზე BIM-ტექნოლოგიის პიონერად შეგვიძლია მივიჩნიოთ, რადგან „ბიმ კუბი“ გახლავთ პირველი კომპანია ქართულ „აიმ“ ინდუსტრიაში, რომელიც მომხმარებელს შენობა-ნაგებობების პროექტირება/ მშენებლობის ციკლს სრულად BIM-ტექნოლოგიის გამოყენებით სთავაზობს.

მომხმარებელი კომპანიისაგან იღებს მულტიფუნქციურ საპროექტო მომსახურებას. იგი სრულად მორგებულია დამკვეთის მოთხოვნებზე და უზრუნველყოფს სამუშაოების მაღალი სტანდარტის დაცვას, ტექნოლოგიურ თუ ესთეტიკურ ჭრილში“, - აცხადებს კომპანია “ბიმ კუბის“ თანადამფუძნებელი ოთარ დავითაძე.
პროექტირების ეტაპი მოიცავს:

• კონცეპტუალურ დიზაინს;
• სრულ არქიტექტურულ პროექტს;
• სრულ კონსტრუქციულ პროექტს;
• სრულ საინჟინრო სისტემების პროექტს;
• არქიტექტურულ და კონსტრუქციულ დოკუმენტაციას;
• ინტერიერის დიზაინს;
• ქალაქგეგმარებას;
• დეტალურ სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას.

რაც შეეხება „ბიმ კუბის“ მომსახურებას, სამშენებლო სამუშაოების მიმართულებით, კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ისეთი მრავალფუნქციური დანიშნულების შენობა-ნაგებობების მშენებლობას, როგორებიცაა: საჯარო, საგანმანათლებლო, სასტუმრო და სპორტული დანიშნულების ცენტრები; საოფისე სივრცეები; ინდუსტრიული შენობა-ნაგებობები; სამკურნალო- გამაჯანსაღებელი დაწესებულებები; სავაჭრო ცენტრები და ა.შ.

„ბიმ კუბის“ საქმიანობაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს საინჟინრო კომუნიკაციების პროექტირება და სამონტაჟო სამუშაოები თამაშობს. პროექტირების სტადიაზე ენერგოეფექტურობა და მდგრადობის პრინციპებია გათვალისწინებული, რაც თავის მხრივ, დამატებითი ხარჯების თავიდან აცილების წინაპირობაა.“

„მოხარული ვარ, რომ ასოციაციაში ასეთი საინტერესო მიმართულების კომპანია შემოგვიერთდა. ქართულ სამშენებლო ბაზარს, რომელიც დღეს არაერთი გამოწვევის წინაშე დგას, ნამდვილად ესაჭიროება ინოვაციური მიმართულების განვითარების გზით ეფექტურობისა და ეფექტიანობის გაზრდა. "ბიმ კუბთან" თანამშრომლობით, ჩვენი ასოციაცია კიდევ უფრო ძლიერდება და იმედი გვაქვს, ეს პარტნიორობა მრავალ სასარგებლო და ნოვატორულ საქმეს შეუწყობს ხელს“, - ამბობს ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ანა საბახტარიშვილი.

როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, „ბიმ კუბის“ გუნდი მომხმარებელს მშენებლობის მენეჯმენტისა და კონსალტინგის სერვისსაც სთავაზობს. მენეჯმენტი მოიცავს მოსამზადებელი სამუშაოებისა და რისკის ანალიზს, შესყიდვებს, სამუშაოების შესრულებასა და მის კონტროლს, თითოეულ ეტაპზე; ასევე, სახელშეკრულებო პროცესების მენეჯმენტს, პროექტის დასრულებასა და ექსპლუატაციაში მიღებას. ამ ყველაფრის ერთობლიობა, საშუალებას იძლევა, დამატებითი ხარჯები თავიდან აცილებულ იქნას და მშენებლობისათვის დადგენილი ვადები მკაცრად იყოს დაცული. ექსპერტები მუშაობის დაწყებამდე განიხილავენ ბიუჯეტს, პროექტის გეგმა-გრაფიკს, დიზაინს, სპეციფიკაციებს, კომერციულ წინადადებებს, კონტრაქტებსა და ა.შ.

რას უზრუნველყოფს „ბიმ კუბი“ ქართულ სამშენებლო ბაზარზე?

• ზუსტი და გამჭვირვალე სახარჯთაღრიცხვო სიტემის დანერგვას, რაც ზედმეტი ხარჯების თავიდან აცილების ერთ-ერთი წინაპირობაა;
• პროექტის დიზაინისა და სამშენებლო პროცესის ხარისხის გაუმჯობესებას;
• პროექტის დაგეგმვას, რისკის მართვასა და წარმოქმნილი პრობლემების უმოკლეს დროში გადაჭრას;
• დროში გახანგრძლივებულ გარანტიებსა და მდგრად გადაწყვეტილებებს
• დაინტერესებული მხარეების ჩართულობასა და ახალ შესაძლებლობებს მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო მასშტაბით;
• საბოლოო ჯამში, მომხმარებელი იღებს ინფორმაციას ქვეკონტრაქტორებისა და მომწოდებლების შერჩევის პროცესზე, რომელიც სამშენებლო სამუშაოების დაწყებას უძღვის.

აგრეთვე, რაც მთავარია, დამკვეთი ფართომასშტაბიან და ინტეგრირებულ გუნდთან ურთიერთობს, რომელიც ბიუჯეტის მაქსიმალურად სწორად გამოყენებასა და დაგეგმვას უზრუნველყოფს. მომხმარებელი ეცნობა პროექტში ჩართული თითოეული კომპანიისა თუ მომწოდებლის ხარისხსა და გამოცდილებას და ინფორმირებულია პროექტის მიმდინარეობის სტადიების შესახებ, რაც მისი თითოეული ეტაპის წარმართვაში ჩართულობას ზრდის.

„ბიმ კუბის“ გუნდის წევრები მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალები არიან, რომელთა შესრულებული პროექტების ჩამონათვალი საკმაოდ შთამბეჭდავი და მასშტაბურია. „ბიმ კუბის“ გუნდის პორტფოლიო მოიცავს ისეთ პროექტებს, როგორებიცაა: TBC-ის თბილისის ბიზნესცენტრი; „აქსის თაუერსი“; „თბილისის ზღვის პლაზა“; „ჰოლიდეი-ინნ თელავი“; ბათუმის „ჰილტონი“; „Le Meridien ბათუმი“; „შატო მუხრანი“; საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენცია; „ბათუმის სამორინე Campione“; რესტორანი „რესპუბლიკა“ და მრავალი სხვა.

„ბიმ კუბის“ ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს წარმოადგენს მდგრადი განვითარების ხელშეწყობა და სწორედ ამიტომ, კომპანია 2021 წლიდან ოფიციალურად შეუერთდა გაეროს გლობალური შეთანხმების ქსელს საქართველოში UN Global Compact Georgia და აქტიურად ჩაერთო მდგრადი განვითარების, ნარჩენების მართვის, BIM ტექნოლოგიის გამოყენებით ნარჩენების შემცირებისა და სხვა მნიშვნელოვანი გარემოებების ხელშეწყობაში.

კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც უნდა აღინიშნოს, არის ის, რომ კომპანიის მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს წარმატებული პროფესიონალები, რომელთა რიგებშიც, წამყვან პოზიციებს იკავებენ ქალები, რაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია „ბიმ კუბის“ საქმიანობაში. კომპანია აქტიურად არის ჩართული ქალთა გაძლიერების პრინციპების დანერგვაში როგორც საინჟინრო ისე მთავარი მენეჯერული რგოლის მიმართულებით და უწყობს ხელს ქალთა განათლებას, საინჟინრო მიმართულებით.
(R)