მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იმაძე: ძალიან კარგად მესმის, რომ თბილისის კლუბები გამოირჩეოდა, მაგრამ მთელი ევროპის კლუბები იცდიან...

61c35a314dcfc
თამთა ჯიჯავაძე
22.12.21 21:20
528
ძალიან კარგად მესმის, რომ თბილისის კლუბები გამოირჩეოდა, მაგრამ.... მთელი ევროპის კლუბები იცდიან, - ასე პასუხობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე „ტვ პირველის“ მიერ ღამის კლუბების გახსნის საჭიროებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.

იმნაძის თქმით, კლუბის გახსნა, სადაც ერთდროულად დაახლოებით 2000 კაცი ცეკვავს, შექმნილ ეპიდვითარებაში, საფრთხის შემცველია.

„მთელი ევროპის კლუბები იცდიან. მესმის ძალიან კარგად, რომ კლუბური ცხოვრება, მით უმეტეს თბილისის კლუბები გამოირჩეოდა და ევროპაშიც ცნობილი იყო, მაგრამ მთელი მსოფლიო ასეა, რა ვქნათ? კორონა ჩვენ არ მოგვიგონია, პანდემიამ ევროპის კლუბურ ცხოვრებასაც ძალიან დაარტყა. ძალიან კარგად მესმის რომ ახალგაზრდებისთვის საჭიროა ეს, მაგრამ სამწუხაროდ კორონამ ბევრი ჩვენი გეგმა აგვირია“, - განაცხადა იმნაძემ.

ცნობისთვის, ღამის კლუბების წარმომადგენლები მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი კლუბები პანდემიის დაწყების შემდეგ უმოქმედოდ არიან. სხვადასხვა პერიოდში მთავრობას გახსნის მოთხოვნით მიმართავდნენ. ბოლო პერიოდში კი მოლაპარაკებების შედეგად, გახსნის გადაწყვეტილების მიღებას 17 დეკემბერს ელოდნენ. თუმცა ასე არ მოხდა. დღესაც უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის გიორგი ღიბრაძემ განაცხადა, რომ დღევანდელ საკოორდინაციო საბჭოზე კლუბების გახსნის საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღიათ. ამის მიზეზად ღიბრაძე ვირუსის ახალ შტამს ასახელებს.