მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იმნაძე: „აღდგომის ქეიფები შედეგებს დაახლოებით 10 დღეში გამოიღებს“

6092e0a307776
თამთა ჯიჯავაძე
05.05.21 22:11
4815
„აღდგომის ქეიფები თავის შედეგებს დაახლოებით 10 დღეში გამოიღებს“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძემ „აჭარის ტელევიზიასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ის ციფრები, რაც დღეს დაფიქსირდა, აღდგომამდე ქეიფების დამსახურებაა. ცნობისთვის, დღეს, კორონავირუსის ახალი 2171 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.

პაატა იმნაძის თქმით, როგორც მოსალოდნელია, ვითარება სამწუხაროდ გაუარესდება.

„ვითარება საკმაოდ საგანგაშოა“, - აღნიშნა მან.