04.ივლისი .2022 20:58

იმპორტირებულ საზამთროში დასაშვებ ნორმაზე მეტი ნიტრატების შემცველობა გამოვლინდა - სეს

იმპორტირებულ საზამთროში დასაშვებ ნორმაზე მეტი ნიტრატების შემცველობა გამოვლინდა - სეს
views 521
უკან

სურსათის ეროვნული სააგენტო ბაზარზე განთავსებულ საზამთროს მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოწმებს.

სააგენტოს ინსპექტორებმა, საბითუმო და სავაჭრო ობიექტებიდან იმპორტირებული საზამთროს ნიმუშები აიღეს და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოიკვლიეს. კვლევის შედეგებით, აღებული 12 ნიმუშიდან, ყველა მათგანში ნიტრატების ნორმა დასაშვებ ზღვარს აღემატება.

„დარღვევებთან დაკავშირებით სააგენტომ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები განახორციელა. ბიზნესოპერატორს დაევალა სურსათის განთავსების აღკვეთა/ამოღება/განადგურება.

სააგენტო განაგრძობს ბაზარზე განთავსებული საზამთროს ნიმუშების აღებასა და კვლევას“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში, სადაც ბიზნესოპერატორების ვინაობა დასახელებული არაა.