ორგანიზაცია Trace-ის ყოველწლიური კორუფციის ინდექსში საქართველო ერთი პოზიციით ჩამოქვეითდა. გასულ წელს საქართველოს 194 ქვეყანას შორის 28-ე ადგილი ეჭირა და მისი შეფასება 25 ქულას შეადგენდა. 2021 წლის ინდექსში კი ქვეყანამ ერთი პოზიცია დაკარგა და 29-ე ადგილს იკავებს, მისი შეფასებაც ასევე ერთი ქულით გაუარესდა და 26-ს შეადგენს.
Trace-ის ყოველწლიური კორუფციის ინდექსის შესახებ ინფორმაცია დღეს მთავრობის ადმინისტრაციამაც გაავრცელა, თუმცა, განსხვავებული შინაარსით. პრესრელიზში საქართველოს ქულის გაუარესებაზე არაფერია ნათქვამი და პირიქით, ახალი პოზიცია პოზიტიურ ჭრილშია განხილული.
პრესრელიზის მიხედვით, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი ამბობს:
"კვლევის თანახმად, საქართველო უსწრებს ევროკავშირის 13 სახელმწიფოს: იტალიას, პოლონეთს, უნგრეთს, სლოვაკეთს, სლოვენიას, ჩეხეთს, ლატვიას, ხორვატიას, საბერძნეთს, რუმინეთს, ბულგარეთს, კვიპროსს, მალტას, ასევე ევროკავშირის არაწევრ განვითარებულ ევროპულ სახელმწიფოებს ლიხტენშტეინს და სან მარინოს". რეალურად მთავრობის ადმინისტრაცია აქცენტს აკეთებს მხოლოდ კვლევის შემადგენელი ერთ-ერთი კრიტერიუმის ქვეკრიტერიუმზე.
ოფიციალურ დოკუმენტში წერია, რომ ინდექსში საქართველოს პოზიციის შემცირების მიზეზი პირველ კრიტერიუმში, ანუ სახელმწიფოსთან ურთიერთობაში (interactions with government) კორუფციის რისკების მატება იყო, წინა ინდექსით ამ მხრივ საქართველოს 17 ქულა ჰქონდა, ახალ ინდექსში კი 19 ქულა აქვს ამ მიმართულებით.
ინდექსში ტოპ 5 ადგილი ასე ნაწილდება:
1) დანია;
2) ნორვეგია;
3) შვედეთი;
4) ფინეთი;
5) ახალი ზელანდია.
საქართველო ინდექსში ყველა მეზობელ ქვეყანას ასწრებს: აზერბაიჯანი 140-ე ადგილი; თურქეთი 129-ე ადგილი; რუსეთი 134-ე ადგილი; სომხეთი 47-ე ადგილი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას
რა ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა სიგარეტის წვის დროს?
"1 გრამ შაფრანს საერთაშორისო ბაზარზე 10 დოლარად ვყიდი“ - გორში "წითელ ოქროს“ აწარმოებენ