მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინფრასტრუქტურაზე ბიუჯეტიდან 6 მილიარდი დაიხარჯება - ფინანსთა მინისტრი

6337009133934
BM.GE
30.09.22 20:35
526
ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, 2023 წელს ნაერთი ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურაზე ₾6 მილიარდი დაიხარჯება.

აღნიშნული თანხა, როგორც ინფრასტრუქტურის სამინისტროს ასიგნებებიდან, ასევე კონკრეტული მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებიდან დაიხარჯება.

• საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე მიიმართება 1,7 მილიარდ ლარზე მეტი, მათ შორის, ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობას მოხმარდება 1,2 მილიარდ ლარზე მეტი;
• მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის გათვალისწინებულია 2,1 მილიარდ ლარზე მეტი;
• წყალმომარაგებისა და წყალანირების სექტორის გაუმჯობესებაზე მიიმართება 520,0 მლნ ლარამდე;
• საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურაზე მიიმართება 450,0 მლნ ლარამდე;
• რეგიონების გაზიფიცირებისთვის გამოყოფილია 80,0 მლნ ლარი;

სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის - 590,0 მლნ ლარზე მეტი; მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, გათვალისწინებულია 260,0 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება. 

"ბიუჯეტის განხილვის პროცესში გვექნება შესაძლებლობა, ახალ ბიუჯეტთან დაკავშირებით, უფრო დეტალურად მივაწოდოთ საზოგადოებას ინფორმაცია. ასევე, მთავრობის სხდომაზე ვიმსჯელეთ 2022 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტზე, რომელიც ასევე გაზრდილია. იცით, რომ 700 მლნ ლარით არის ხარჯვითი ნაწილი გაზრდილი. აქ გამოვყოფდი ორ მნიშვნელოვან პროექტს - ეს არის სამაშველო ვერტმფრენების შეძენის საკითხი და შსს-ს დაფინანსება 27 მილიონი ლარით, რომელიც გათვალისწინებულია ახალი სახანძრო მანქანების დაფინანსებისთვის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება, როდესაც სამაშველო ოპერაციების განხორციელება საკმაოდ რთულ პირობებში მოუწიათ ჩვენს მაშველებს და ვფიქრობ, რომ ეს ახალი შესაძლებლობები, რომელიც გაჩნდება ახალი სახანძრო ავტომობილებისა და ვერტმფრენების შეძენით, მათ გაუადვილებთ იმ საქმეს, რომელსაც ემსახურებიან“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

ცნობისთვის: 2023 ბიუჯეტის პროექტის კონკრეტული პარამეტრები ჯერჯერობით უცნობია.