„2021 წელს, ჯამში, რეაბილიტირდა 512 კმ გზა. წელს 600 კმ-მდე გზის რეაბილიტაცია და პერიოდული შეკეთებაა დაგეგმილი“, - აღნიშნა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ მინისტრის საათზე გამოსვლისას.
ირაკლი ქარსელაძემ ის პროექტები დაასახელა, რომელიც ამჯამად მიმდინარეობს. კონკრეტულად კი მინისტრის განცხადებით სამუშაოები მაღალი ტემპით ბაღდათი-აბასთუმნის გზაზე მიმდინარეობს, სადაც 2023 წელს 73-კმ-იანი ახალი გზა იქნება, რითაც ქუთაისის აეროპორტიდან აბასთუმნამდე მგზავრობის დრო თითქმის განახევრდება და მგზავრობას 2 საათი 30 წუთი დასჭირდება. მიუხედავად გამოწვევებისა და შეწყვეტილი ხელშეკრულებისა ხულო-ზარზმის უმნიშვნელოვანეს პროექტზე, პირველი 5 კმ-იანი სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული, მჭირდროდ დასახლებულ პუნქტში გამავალი მონაკვეთი უკვე წელს დასრულდება. ინტენსიური სამუშაოები გაგრძელდება დარჩენილ მონაკვეთებზე და ხელშეკრულების შესაბამისად, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2023 წელს დასრულდება.
მინისტრის თქმით, გაგრძელდება სამუშაოები ლენტეხი-მესტიის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციაზეც, რომელიც გაანახევრებს გადაადგილების დროს ქუთაისის აეროპორტიდან უშგულამდე და მგზავრობას, კომფორტული და უსაფრთხო გზით 2.5 საათში გახდის შესაძლებელს, რაც იქნება დიდი შესაძლებლობა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოტენციალის კიდევ უფრო ეფექტურად ათვისებისათვის. 2 მონაკვეთის დასრულება წელს იგეგმება, ხოლო მთლანად გზა 2023 წლის ბოლოს დასრულდება.
"ბუნებრივია, ასეთი შედეგების ნათელი დადასტურებაა 2021 წელს საავტომობილო გზების დეპარტამენტის გადაჭარბებით შესრულებული ბიუჯეტი, რომლის ფაქტობრივმა შესრულებამ 1 მილიარდ 614 მილიონი შეადგინა. ასევე, 13%-ით გაზრდილი 2022 წლის ბიუჯეტი, რომელიც 1 მილიარდ 853 მილიონ ლარს შეადგენს და მისი პირველი კვარტალიც უკვე გადაჭარბებითაა შესრულებული“, -განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს