06.ივნისი .2020 22:57

ინგა გრიგოლია ტვ პირველის დირექტორის პოზიციას ტოვებს

views 2885
უკან

ინგა გრიგოლია ტვ პირველის დირექტორის პოსტს ტოვებს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა და მიზეზები განმარტა, თუ რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება.

ინგა გრიგოლიას დირექტორობიდან წასვლის შემდეგ ტელევიზიას მისი დამფუძნებელი ვატო წერეთელი უხელმძღვანელებს.

"რაც ტვ,,პირველის ,,დირექტორი ვარ, არასოდეს, არც ერთ რეპორტაჟში, არც ერთ გადაცემაში არ ჩავრეულვარ და სულ ვიამაყებ იმით, რომ ყველაზე დიდი ბედნიერება, რასაც ჩემი ტელევიზია მაძლევს, ესაა თავისუფლება და ზუსტად ვიცი, რომ ეს თავისუფლება იქნება მუდამ ტვ ,,პირველის,, მთავარი ღირებულება.

ბევრი წელი გამიჯნული მქონდა ჩემი საქმიანი და ოჯახური ან სამეგობროს ინტერესები და წარმატებით გამომდიოდა...ასეც ვაპირებ გაგრძელებას.
ბოლო პერიოდში,ჩემი საქმიანი და ჩემი ოჯახური ინტერესები ძალიან შეეჯახა ერთმანეთს. იმის გამო, რომ ჩემთვის ყველაზე ფასეულია ჟურნალისტის თავისუფლება, როგორც დირექტორს, არასოდეს მიცდია ჩემი ოჯახური ინტერესების გამო,რამე თემა დამებლოკა ან გამელაითებინა, სხვათა შორის, არც ჩემს გადაცემებში.

ვაწყენინე უამრავ ადამიანს, იმიტომ რომ არ ჩავერიე (არც არასდროს ჩავერევი!) მწვავე რეპორტაჟების გაკეთებასა და გაშვებაში, ვაწყენინე უამრავ მეგობარს და ახლობელს,რადგან მართლა მჯერა, როცა ჟურნალისტი ხარ. არასოდეს არავის ინტერესებით არ უნდა დაგეგმო გადაცემა ან რეპორტაჟი,მაგრამ ამ ბოლო დროს ვაწყენინე და ლამის დავკარგე ჩემი ოჯახის წევრები, ტელევიზიაში გადიოდა რეპორტაჟები, რომელიც პირდაპირ მათ სამსახურს ეხებოდა. ისინი თვლიდნენ, რომ არ იყო სწორი,რასაც ვაშუქებდით, მე ვთვლიდი ,რომ სწორი იყო და ახლაც ასე მჯერა(გავაგრძელებ იგივეს)...

რა უფრო ძვირფასია ჩემთვის? ოჯახი თუ საქმე, რომელსაც ვაკეთებ? ორივე! ორივე ძალიან მიყვარს,ვერც ერთს ვერ შეველევი. თუმცა აღმოვაჩინე, რომ არ მინდა ჩემი დირექტორობით ტკივილი მივაყენო ჩემთვის ძვირფას ადამიანებს,რომლებსაც ცხადია, გაუჭირდებოდათ იმის გაგება, რომ დირექტორი არ ერევა ჟურნალისტების საქმიანობაში.

ამიტომ გადავწყვიტე, მოვიხსნა ეს პასუხისმგებლობა, რომ არ დავაზარალო არც საქმე და არც ოჯახი.

რომ როდესმე,ვჩემი ტელევიზიის ჟურნალისტების თავისუფლებაზე არ მოვახდინო თუნდაც ირიბი გავლენა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემს გადაცემებში რაიმეს არ გავაშუქებ, იგივე სიმწვავით და ობიექტურობით, როგორც აქამდე მიკეთებია. აღარ ვიქნები დირექტორი, მაგრამ ვიქნები ,,რეაქციის,,წამყვანი და ანუნა-რუსოს გადაცემების პროდუსერი.

მადლობა მთელს ტელევიზიას,ტვ ,,პირველის,,მთელს შემადგენლობას, ვისი დირექტორობაც ჩემთვის საამაყო იყო და ბოდიში ჩემს ოჯახს, ჩემი საქმის გამო რომ არაერთხელ ვაწყენინე. მეტად აღარ გავშლი ამ თემას. მანერვიულებს,ძალიან მანერვიულებს "-წერს გრიგოლია.

ინგა გრიგოლია ტვ პირველის დირექტორის პოსტს 2019 წლის 16 ოქტომბრიდან იკავებდა. მის მიერ დირექტორობიდან წასვლის შესახებ გაკეთებულ განცხადებას  ტელევიზიის დამფუძნებელი ვატო წერეთელი სოციალ ქსელშივე გამოეხმაურა და ინგა გრიგოლიას გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

"ინგა გრიგოლიას დირექტორობის დროს ტვ ,,პირველმა,, მიაღწია უდიდეს წარმატებებს, წარმოუდგენლად მოკლე დროში მოახერხა გაეკეთებინა ბევრი ახალი პროექტი, საინტერესო, ყურებადი, შინაარსიანი და დინამიური. ერთი წელიც არ გასულა, რაც მან ეს პოზიცია დაიკავა და მე თვითონვე ვეღარ ვცნობ ჩვენს ტელევიზიას. არ აქვს არც ერთი დასვენების დღე, მუშაობს კვირაში შვიდი დღე ,დილიდან ღამემდე ,დაუჯერებელ ენერგიას ახარჯავს საქმეს, რომელიც ასე ძალიან უყვარს.

შევეცადე,გამეგო მისი გადაწყვეტილების. მიყვარს, ვაფასებ და სულ მაქვს მისი იმედი, დირექტორი იქნება თუ არა, ის სულ დირექტორია ჩემს თვალში. სტატუსითაც და უსტატუსოდაც. წარმატებებს ვუსურვებ ინგას, რომელსაც უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი ტვ ,,პირველის ,,შექმნაში და განვითარებაში და აქვე პირობას ვაძლევ, რომ დავტვირთავ უფრო მეტად.

ინგას შემცვლელის ძებნა არც მიფიქრია, ორშაბათიდან ტვ ,,პირველის,, გენერალური დირექტორი გავხდები მე თავად. წარმატებები ჩვენ ყველას ერთად"-წერს წერეთელი.


მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა