მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინვესტორი "სამყურაწყალი 2" ჰესის მშენებლობის დაწყებას გეგმავს

5d499cd69d751
დათო ჯალაღონია
07.08.19 09:00
817
კომპანიები „ალაზანი ენერჯი“ და „ფერი“, პანკისის ხეობაში მცირე ჰიდროელექტროსადგურის „ხადორი 3“-ის მშენებლობის შეჩერების შემდეგ, კიდევ ერთი პროექტის - „სამყურაწყალი 2“-ის დაწყებას გეგმავს.

ამის შესახებ BM.GE-ის „ფერის“ დამფუძნებელმა ლაშა იორდანიშვილმა განუცხადა.

„პანკისის მოვლენების შემდეგ, „ხადორი 3“-ის შემთხვევაში, გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილის თანხმობის შემდეგ უნდა განახლდეს მშენებლობა. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ „სამყურის“ ჰიდროელექტროსადგური დავიწყოთ უახლოეს პერიოდში, რომელიც მოსახლეობისგან მოშორებულია და ბოლო სახლიდან, 10-15 კილომეტრით არის დაშორებული ზევით, მდინარე სამყურაწყლის აღმავალი მიმართულებით. ეს არის 30-მეგავატიანი სადგური.

პარალელურად, ვემუშავებით მოსახლეობას, რომ კიდევ ერთხელ ავუხსნათ და დავუმტკიცოთ მათ, რომ კარგის მეტი არაფერი მოაქვს ამ ჰიდროელექტროსადგურებს“, - განაცხადა ლაშა იორდანიშვილმა.

ცნობისთვის: ორივე პროექტის - „ხადორი 3“-ისა და „სამყურაწყალი 2“-ის ჯამური ინვესტიცია 40 მილიონი აშშ დოლარზე მეტია, ხოლო ორივე ჰესი ჯამურად 160 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 21 აპრილს მოსახლეობის მიერ გამოთქმული პროტესტის შემდეგ, რაც სამართალდამცველებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა, „ხადორი 3“-ის მშენებლობა შეწყდა.