მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი ღარიბაშვილი: 10-წლიანი განვითარების ხედვას 100 დღეში წარმოვადგენთ

6033a21ecc104
თელარა გელანტია
22.02.21 16:20
2282
საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ საქართველოს განვითარების 10-წლიან გეგმას 100 დღის განმავლობაში წარმოადგენს.

ამის შესახებ მან პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც განახლებულ მინისტრთა კაბინეტს ნდობა უნდა გამოუცხადონ.

„100 დღის განმავლობაში ჩვენ შევძლებთ რომ წარმოგიდგინოთ ჩვენი ეკონომიკური ხედვა 10-წლიანი განვითარების, თუ როგორ გვესახება ჩვენი ქვეყნის განვითარება და როგორი იქნება ქვეყანა, წლების მიხედვით, ვადების მიხედვით იქნება გაწერილი თავისი სამოქმედო გეგმით“, - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე შეფასებით, ყველა მინისტრი ეფექტიანად ასრულებს თავის მოვალეობას.

„ვფიქრობ, ახლა უნდა გავაერთიანოთ ჩვენი რესურსები - სახელმწიფომ და ბიზნესმა; ჩვენ უნდა დავიხმაროთ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების რესურსები და გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები“, - აღნიშნა მომავალმა პრემიერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები