29.ივნისი .2022 17:22

ირაკლი ღარიბაშვილი ბორის ჯონსონს შეხვდა

ირაკლი ღარიბაშვილი ბორის ჯონსონს შეხვდა
views 768
უკან

საქართველოსა და დიდი ბრიტანეთი შორის არსებული  სტრატეგიული პარტნიორობა და ორ ქვეყანას შორის მჭიდრო მეგობრული ურთიერთობები იყო პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები.

ღარიბაშვილი ბორის ჯონსონს მადრიდში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციითვე, შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა მიმართულებით არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე და აღინიშნა, რომ სტრატეგიული დიალოგის ფორმატმა და არაერთი მიმართულებით თანამშრომლობამ ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადაიყვანა.

"ირაკლი ღარიბაშვილმა ბორის ჯონსონი მისთვის ხელსაყრელ დროს საქართველოში მიიწვია", -- ნათქვამია მთავრობის პრესსამსახურის რელიზში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა