მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი ღარიბაშვილი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

607ea6c24f220
თელარა გელანტია
20.04.21 14:02
388
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა.

ინფორმაცია პრემიერის პრესსამსახუმა გაავრცელა.

"მთავრობის მეთაური თავს კარგად გრძნობს და დღეიდან მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს", - ნათქვამია რელიზში.

სპეციალურ გვერდზე stopcov.ge სტატისტიკური მაჩვენებლები განახლდა. ბოლო 24 საათში ჩატარებული 30940 ტესტირების შედეგად 1792 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ვირუსი 663-მა მოქალაქემ დაამარცხა. ამასთან, covid-19-მა კიდევ 10 მოქალაქე იმსხვერპლა.