მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი ღარიბაშვილი: პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ უნდა გადაიხედოს

6033a4599d3ae
ინგა მურუსიძე
22.02.21 16:35
10649
საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ უნდა გადაიხედოს და მასშტაბები გაიზარდოს. ამის შესახებ მან პარლამენტის პლენარულ სესიაზე განაცხადა. მისი თქმით, "პროგრამა უნდა გავხადოთ ხელმისაწვდომი თოთოეული ოჯახისთვის".

„ჯერ კიდევ ჩემი პრემიერ-მინისტრობის დროს, ჩვენ მოვახდინეთ ინიცირება პროგრამის - „აწარმოე საქართველოში“, რომელიც საჭიროებს გადახედვას და მასშტაბების გაზრდას. სახელმწიფო უნდა ჩაერიოს, სწორი გაგებით, ისეთი დარგების განვითარებაში, რომელიც ჩვენი უგუნურობის შედეგად დავანგრიეთ, ბოლო 30 წლის განმავლობაში. ვგულიხმობ სოფლის მეურნეობას, ადგილობრივ წარმოებას და ა.შ.“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, არ შეიძლება დამოკიდებული ვიყოთ მხოლოდ იმპორტირებულ საქონელზე.

„ჩვენ გვაქვს უნარი თავად ვაწარმოოთ სოფლის მეურნეობის პროდუქტები და სხვა პროდუქტებიც. ჩვენ ვიყავით ქვეყანა, რომელიც ყველაზე მაღალ ტექნოლოგიურ საწარმოს ამუშავებდა. ყველა ქვეყანას არ შეუძლია თვითმფრინავების წარმოება. შეიძლება ეს წარსულია, მაგრამ არც თუ ისე შორეული, რადგან ეს არის კარგი მაგალითი თუ სად ვიყავით, რა გვქონდა და ჩვენივე ხელებით როგორ მავნებლურად მოვექეცით აღნიშნულ საწარმოს. ასეთი მაგალითი უამრავია და ყველაფერს სჭირდება გადახედვა. სხვა გამოსავალს მე ვერ ვხედავ. ასე მდორედ გაგრძელება არ შეიძლება. გვაქვს გამონათებები, თუმცა ეს არ არის საკმარისი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.