მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირკალი კვირიკაძეს "ევროპის ამომავალი ვარსკვლავის" ჯილდო გადაეცა

5a8c1b15a4c7f
BM.GE
20.02.18 16:56
1082
ქართველი მსახიობი ირაკლი კვირიკაძე ბერლინის კინოფესტივალზე „ევროპის ამომავალი ვარსკვლავის" პრიზით დააჯილდოვეს.

დაჯილდოების ცერემონია 19 თებერვალს, Berlinale Palast-ში გაიმართა.

European Film Promotion-ის გადაწყვეტილებით, ირაკლი კვირიკაძე 10 ყველაზე ნიჭიერ ევროპელ "ამომავალ ვარსკვლავს” შორის მოხვდა.
ნომინაცია ქართველმა მსახიობმა ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით, რეზო გიგინეიშვილის ფილმში „მძევლები" შესრულებული როლისთვის მიიღო, საუკეთესო ათეულში მოხვედრის შემდეგ კი ბერლინალეზე რჩეულ კოლეგებთან ერთად დაჯილდოვდა.

ახალგაზრდა ვარსკვლავები 4 დღის განმავლობაში (16-19 თებერალი, 2018) ესწრებოდნენ სხადასხვა ვორქშოპს, ხვდებოდნენ ექსპერტებს, რეჟისორებს, პროდიუსერებსა და კასტინგის დირექტორებს.

კიდევ ერთი ქართველი, რომელიც ბერლინალეს ფარგლებში დაჯილდოვდა - ალექსანდრე კობერიძეა.
მას გერმანელ კინოკრიტიკოსთა ჯილდო საუკეთესო ექსპერიმენტული ფილმისთვის "ნეტავ აღარასდროს მოვიდეს ზაფხული" გადაეცა.