მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ითანამშრომლებს თუ არა სახელმწიფო კერძო სექტორთან ვაქცინის შემოტანის პროცესში? - გამყრელიძის პასუხი

602628549ee43
ინგა მურუსიძე
12.02.21 20:03
628
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ საქართველოში კორონავირუსის Public Private Partnership საკმაოდ მაღალ დონეზეა და ეს პანდემიის დროსაც გამოჩნდა.

გამყრელიძემ უპასუხა BMG-ს გადაცემა „ანალიტიკის“ ეთერში დასმულ კითხვას, განიხილავს თუ არა სახელმწიფო ვაქცინაციის პროცესში კერძო სექტორთან თანამშრომლობას.

„კერძო სექტორთან პარტნიორობა, public private partnership, ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ განვითარებულია. საქართველოში ჯანდაცვის სერვისის მიმწოდებლების 85% კერძოა. პანდემიის ძალიან დიდმა დარტყმამ სწორედ კერძო სექტორზე გადაიარა. ის 7500 საწოლი, რაც გამოთავისუფლებული იყო ნოემბერ-დეკემბერში, ამაში კერძო სექტორის როლი ძალიან დიდი იყო. ასევე ტესტირების ნაწილში, პანდემიის დასაწყისში ტესტირებებს ძირითადად ლუგარის ლაბორატორია ატარებდა, თუმცა ახლა უკვე ტესტირებების 70%-ს კერძო ლაბორატორიები ატარებენ. იმუნიზაციის პროცესში კერძო სექტორი აქტიურად იქნება ჩართული. ასევე კლინიკების ნაწილი, რომლებშიც „ფაიზერის“ ვაქცინით ჩატარდება აცრები, კერძოა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისი ინფორმაციით, 300-მდე კერძო ორგანიზაციაა ქვეყანაში, რომელმაც პანდემიის პერიოდში ჯანდაცვას დიდი დახმარება გაუწია სხვადასხვა კუთხით. მან „თეგეტა მოტორსს“ მადლობა გადაუხადა ვაქცინაციის ტრანსპორტირების შეთავაზებისთვის.

„თეგეტას“ რაც შეეხება, მან ტრანსპორტირებაში დახმარება შემოგვთავაზა და მადლობა ეკუთვნის. კერძო სექტორი კოვიდ-პანდემიის პერიოდში ძალიან სოლიდარული იყო. კოვიდ-ფონდში სერიოზული დარიცხვები გააკეთეს. ცალკე მოვყვები როგორ გვეხმარებოდნენ თუნდაც თანამშრომელთა კვებაში, მანქანებით უზრუნველყოფაში, როცა ბაზარზე ჭირდა სხვადასხვა სისტემის შესყიდვა რამდენმა ჩამოგვიტანა და ა.შ. თუ სწორად მახსოვს 300-მდე ორგანიზაციაა, რომლის მიმართ მადლობის გამოხატვა არის აუცილებელი და ამაზე აუცილებლად ვისაუბრებთ“, - ამბობს გამყრელიძე.