მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ ხელმეორედ, მიხეილ ჩინჩალაძე აირჩია

62b9bb7dc6fcb
BM.GE
27.06.22 18:16
1169

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მომდევნო 5 წლის განმავლობაში კვლავ მიხეილ ჩინჩალაძე იქნება.

აღსანიშნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის პოზიციაზე იუსტიციის საბჭოში მხოლოდ ერთი განაცხადი იყო წარდგენილი მიხეილ ჩინჩალაძის მიერ, რომელიც აღნიშნულ თანამდებობას 2017 წლიდან იკავებს. 5-წლიანი მუშაობის ვადა მას მიმდინარე წლის მაისის ბოლოს ამოეწურა.

კონსულტაციაში მონაწილეობა სააპელაციო სასამართლოს 53-მა მოსამართლემ მიიღო.