მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივანე მაჭავარიანი: ყალბი დღგ-ის საქმეზე 11 პირი კვლავ იძებნება, 55 - დაკავებულია

5e53b999084d8
შოთა ტყეშელაშვილი
24.02.20 15:54
1279
ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის განცხადებით, ე.წ. „ყალბი დღგის საქმის“ ფარგლებში 55 პირია დაკავებული, 11 პირი კი კვლავ - ძებნაშია. 

ყალბი დღგ-ის საქმეში რამდენიმე ათეული კომპანია იყო ჩართული, მათი დიდი ნაწილი ნავთობის იმპორტით იყო დაკავებული.

"55 ადამიანი არის დაჭერილი, 11 პირი არის ძებნაში. არის უამრავი ქონება, უძრავი და მოძრავი ქონება დაყადაღებული, არის 34 სისხლის სამართლებრივი საქმე აღძრული. თვენახევარში, მას შემდეგ რაც პირველი თაღლითობის ფაქტი დაფიქსირდა და აღმოჩენა მოხდა, თვენახევარში 150-ზე მეტი შემოწმება დაიგეგმა შემოსავლების სამსახურის მიერ. აქ არიან შემოსავლების სამსახურის ყოფილი თანამშრომლები, მათ შორისაა ყოფილი რამდენიმე ძალოვანი, არვისზე დანდობა არ იქნება. ვისზეც გამოძიება გავა, აბსოლუტურად ყველა დაისჯება.

ეგენი არიან ყოფილი ჩინოვნიკები, ეგენი არიან ამ სქემებში არაერთხელ ნასამართლევი ადამიანები.

აღმოჩნდა ხვრელები, რომლებიც გამოიყენეს ბოროტად. პირველი ფაქტის დაფიქსირების შემდგომ, 150-მდე შემოწმება იყო. დიდი უძრავ-მოძრავი ქონება, მათ შორის ოქროც არის დაყადაღებული," - ამბობს ივანე მაჭავარიანი. 

ყალბი დღგ-ის ანგარიშფაქტურების საქმის შესახებ ცნობილი 2019 წელს გახდა. 2019 წლის 13 აგვისტოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ სამართალდამცავებმა გამოავლინეს ფინანსური მაქინაციების სქემა და ბიუჯეტისთვის 100-მილიონიანი ზარალის მიყენება აღკვეთეს. გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-3, 210-ე მუხლის მე-2, 218-ე მუხლის მე-2 და 194-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით.