მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივანიშვილის ნაჩუქარი Black Sea Arena-ს წლიური შენახვა ბიუჯეტს 1 მლნ ლარზე მეტი უჯდება

58a54091903e4
თელარა გელანტია
16.02.17 10:00
5679
საკონცერტო დარბაზ "ბლექ სი არენას" წლიური შენახვა სახელმწიფო ბიუჯეტს 1 მილიონ ლარზე მეტი უჯდება. ამის შესახებ „ბიზნესკონტრაქტს“ "ბლექ სი არენას“ დირექტორმა დიმიტრი ბერიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, საკონცერტო დარბაზში, წლის განმავლობაში მუდმივად 100-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.

"შენობა 100%-ით ფუნქციონირებს. ადგილი, სადაც არენაა განთავსებული, საჭიროებს ტენიანობის შენარჩუნებას ანუ შენობას ექსპლუატაცია, მოვლა-პატრონობა სჭირდება. იქ არიან ელექტრიკოსები; გვაქვს მაღალი დონის სახანძრო და სხვა სისტემები, რომელსაც ყურადღება და მონიტორინგი სჭირდება. ასევე, შენობას დაცვის სამსახური. ამჟამად 106 ადამიანია დასაქმებული და 106-ვე თანამშრომელი 24 საათის განმავლობაში მუშაობს. სეზონზე კი, კერძო ღონისძიებებისთვის ალბათ რამდენიმე ადამიანის დამატება მოხდება", - განაცხადა ბერიძემ და დასძინა, რომ წლიურად „ბლექ სი არენას“ შენახვის ბიუჯეტი „მილიონ ლარს ცოტათი აჭარბებს".

ცნობისთვის: საკონცერტო დარბაზი „ბლექ სი არენა“ 2016 წლის 31 ივლისს გაიხსნა. ის 10 000-მდე მაყურებელს იტევს. დარბაზის მშენებლობა 2008 წელს ფონდ „ქართუს“ ინიციატივით დაიწყო და მასში ფონდმა დაახლოებით, $115 მლნ. ინვესტიცია განახორციელა. მშენებლობის დასრულების შემდეგ კი, 2016 წლის 10 ივლისს ფონდმა „ბლექ სი არენა“ სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები