მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივენთ კომპანია MAGNIFIQUE 2023 წლის ზაფხულის სეზონს, 9 ივნისს, გრანდიოზულად ხსნის

648052af6fab1
BM.GE
07.06.23 13:46
1101
ივენთ კომპანია MAGNIFIQUE 2023 წლის ზაფხულის სეზონს, 9 ივნისს, გრანდიოზულად ხსნის. კომპანიის ინფორმაციით, სეზონის გახსნის ღონისძიება Monograph-ში გაიმართება.

ქართველი მსმენელის წინაშე როგორც უცხოელი, ასევე, ქართველი არტისტებიც წარსდგებიან: Lovebirds, Babert, Groove Guru. 

LOVEBIRDS - ჰამბურგში მოღვაწე Sebastian Doering-ის სოლო პროექტია. არტისტი თანამშრომლობს ისეთი მსოფლიო დონის ლეიბლთან, როგორიცაა Glitter Box. მას განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა ალბომმა “Want you in my soul” და „In The Shadows”.

მსმენელის წინაშე ასევე წარსდგებიან:

BABERT - იტალიელი არტისტი და Disco House-ის ბრწყინვალე შემსრულებელი. დღეს იგი წარმოადგენს ჰაუსის ერთ-ერთ ცნობილ ფიგურას. მისი ყველაზე ცნობილი და პოპულარული ნამუშევარია „Boogie Oogie” და „Time After Time”.

Groove Guru - იგივე კახა მახარაძე. ის ქართველი არტისტია, რომელიც 9 ივნისს წარსდგება მსმენელის წინაშე.

Monograph-ში არსებული რესტორან Nomura-ს სივრცე, 9 ივნისს დაეთმობა MAGNIFIQUE-ს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას. სივრცის განლაგებიდან გამომდინარე, ბილეთები გაიყიდება ლიმიტირებული რაოდენობით.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია TKT.GE-ზე: https://tkt.ge/event/353445/manifiki

აქვე შეგახსენებთ, რომ გასული წლის 31 დეკემბრის ჯადოსნური ღამე რუსთაველის თეატრში დაიწყო, სადაც MAGNIFIQUE-ის შემოქმედებითმა ჯგუფმა რამდენიმე ძალიან საინტერესო არტისტს მოუყარა თავი. მათ შორის გამოირჩეოდა ლეგენდარული Jamie 3:26, რომელიც თბილისში ჩიკაგოდან ჩამოფრინდა. ასევე, საღამოს მსმენელის წინაში წარდგნენ: DJ Lukacho, Band Off Side, Band Flashback.

აღსანიშნავია, რომ MAGNIFIQUE 2022 წლის დეკემბერში გამოჩნდა ქართულ კომპანიებს შორის და იმავე თვეში მოახერხა მსმენელისთვის გრანდიოზული საღამოს მოწყობა.

„ბრენდმა გარდა ცნობილი ამერიკელი არტისტისა, ქართველ შემსრულებლებსაც დაუთმო სცენა, რითაც ხელს უწყობს საქართველოში დისკო ჰაუსისა და მელოდიური ტექნოს მიმართულების განვითარებას.

ბრენდი მუდმივად ცდილობს ახალი და საინტერესო ივენთების შემოთავაზებას ქართველი მსმენელისთვის, რაც დადებითად აისახება ქართულ კულტურულ სექტორზე. MAGNIFIQUE სამომავლოდ გეგმავს, მაღალი სტანდარტების მქონე ღონისძიებების მოწყობასა და ჩატარებას, სადაც კომპანია აპირებს ევროპული სტანდარტებისა და მომსახურების დანერგვას“, - ნათქვამია კომპანიის პრესრელიზში.

მიმდინარე წლის ზაფხულის სეზონის გახსნის ღონისძიების პარტნიორები არიან: HYPEBEE, ALMA, REALLYPRINTER.



(რ)