მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივენთების კომპანია: “თუ ჩვენ მუშაობის საშუალება არ მოგვეცა, არსებობა რთული იქნება

5fae8dd2450b9
ლიკა გურაბანიძე
13.11.20 21:01
1073

“თუ ჩვენ უფლება არ მოგვცეს გარკვეული რეგულაციების პირობებში ოპერირება გავაგრძელოთ, არსებობა რთული იქნება", - ამის შესახებ ივენთ მენეჯმენტის და ტურისტული სააგენტოს “ქლიქ ივენთსის” დამფუძნებელმა სოფო ნაცვლიშვილმა “საქმიან დილაში” განაცხადა.

მისივე თქმით, სიახლე, რომელიც საქართველოს მთავრობამ დაანონსა და რომელიც ივენთ კომპანიების საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმში ჩართვას გულისხმობს, მისასალმებელია.

“სახელმწიფოს ნებისმიერი ტიპის მხარდაჭერა, როდესაც თითქმის ყველა ბიზნესი გაჩერებულია, მისასალმებელია, თუმცა მეტი დეტალის გათვალისწინებაა საჭირო, რათა სარგებელი ნებისმიერმა კომპანიამ მიიღოს.

ბევრი კომპანია უკვე გაკოტრების პირასაა და ბევრმა, ვისაც ამის რესურსი გააჩნდა, პროფილი შეიცვალა, მაგრამ ის კომპანიები, რომელიც მხოლოდ ღონისძიებების ორგანიზებაზე იყო, მათ ძალიან უჭირთ", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ცნობისთვის: საქართველოს მთავრობამ პანდემიით დაზარალებული ბიზნესებისთვის მორიგი სიახლე დაანონსა, რომელიც პროგრამა “აწარმოე საქართველოში” ცვლილებას გულისხმობს. ირკვევა, რომ პანდემიის შედეგად დაზარალებულ იმ ბიზნეს სუბიექტებს, რომლებსაც ხელისუფლება პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ეხმარება, ივენთ-კომპანიები დაემატა.

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ივენთ-კომპანიები შეძლებენ, ჩაერთონ საკრედიტო-საგარანტიო სქემაში. ამასთან, ისინი მცირე და საოჯახო სასტუმროების მსგავსად, 12 თვის განმავლობაში საბანკო სესხის სუბსიდირებას მიიღებენ.