მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯანდაცვის სამინისტრო თბილისში დამატებითი covid-საწოლების მობილიზებას იწყებს

5f84134a52393
ვიქტორია მღებრიშვილი
12.10.20 12:30
800
ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე არსებულ საწოლფონდზე ისაუბრა. მისი თქმით, მზარდი კოვიდ-სტატისტიკის გათვალისწინებით, მთავრობა საწოლების დატვირთვის დინამიკას ყოველდღიურ რეჟიმში აკვირდება და მიუხედავად იმისა, რომ დღეს  „საწოლების რაოდენობა ქვეყანაში საკმარისია“, დამატებითი covid-საწოლების მობილიზება უკვე დაიწყეს. 

"დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ვინაიდან დედაქალაქში ინფიცირებულთა რაოდენობის მატულობს, მოხდეს დამატებითი საწოლების მობილიზება. ახლა, ჯანდაცვის სამინისტროში სწორედ ამ კლინიკებთან შეხვედრა მიმიდინარეობს და არსებული კლინიკები, რომლებიც დღეს კოვიდ-ინფექციის მართვაში ნაწილობრივ, ჰიბრიდული მეთოდით არიან ჩართულები, დღის ბოლოსთვის კოვიდ-ინფექციის მართვაში სრულად ჩაერთვებიან", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

კითხვას - "რატომ დაიწყო სამინისტრომ საწოლების რაოდენობასა თუ სასუნთქი აპარტების მობილიზებაზე ზრუნვა ახლა", მინისტრმა შემდეგი პასუხი გასცა:

„ჩვენ ახლა არ ვახდენთ საწოლების და სასუნთქი აპარატების მოძიებას. უბრალოდ, არსებულ საწოლფონდში არსებულ ლოკაციებზე ვახდენთ საწოლების დამატებას, რაც გულისხმობს იმას, რომ კლინიკა რომელიც ჰიბრიდულ რეჟიმში მონაწილეობდა კოვიდ-ინფექციის მართვაში და მას 170 საწოლიდან კოვიდ-ის სამართვად მხოლოდ 30 საწოლი ჰქონდა გამოყოფილი, დღეს ის დაამატებს 140 საწოლს, რომელიც მისი საწოლფონდის სრული მოცულობა იქნება“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

ეკატერინე ტიკარაძემ სასუნთქი აპარტის რაოდენობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპისთვის ქვეყანაში 150-ზე მეტი სასუთქი აპარატია თავისუფალი. 

"მიუხედავად ამისა, ამ კლინკების ბაზაზე სასუნთქ აპარატებს დავამატებთ. ყოველდღიურ რეჟიმში ვაცხადებთ კოვიდ-ინფიცირებული კრიტიკული პაციენტიების რიცხვს, რომელიც დღეს ქვეყნის მასშტაბით მკურნალობს და სწორედ ამ პაციენტების გართულებების შედეგად ხდება სიკვდილიანობის მატებაც და ამას საწოლფონდის ან სასუნთქი აპარატების რესურსთან პირდაპირი კავშირი არ გააჩნია“, - აღნიშნა მინისტრმა.