მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯენიფერ ენისტონმა ანტირასისტულ ორგანიზაციას $1 მლნ გამოუყო

5ede1eca9866b
ნათია თაქთაქიშვილი
08.06.20 22:50
988
ჯენიფერ ენისტონმა ამერიკაში ყველაზე დიდ ონლაინ ანტირასისტულ ორგანიზაცია Color of Change-ს 1 მილიონი აშშ დოლარი გამოუყო. ამის შესახებ ინფრომაციას Yahoo Finance-ი მედია გამოცემა The Mirror-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, მსახიობს სურდა გამოეხატა მხარდაჭერა იმ მოვლენებთან დაკავშირებით რომელიც აშშ-ში ბოლო პერიოდში ხდება.

გასულ კვირას ჯენიფერ ენისტონმა ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ალეკ ბოლდვინი მას ეკითხება, რამდენი ხანი სჭირდება პროგრესისთვის.

"ეს კვირა ძალიან გულგასატეხი იყო რამდენიმე მიზეზის გამო. ჩვენ გვჭირდება, ვიცოდეთ, რომ რასიზმი და სისასტიკე ამ ქვეყანაში უკვე დიდი ხანია არსებობს და ეს არასდროს ყოფილა ნორმალური.

ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ გამოვიწვიოთ ხმაური, მოვითხოვოთ სამართლიანობა, საკუთარ თავებს ცნობიერება ავუმაღლოთ და ყველაზე მეტად - გავავრცელოთ სიყვარული", - ამბობდა მსახიობი.