მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯიპიაის დაფინანსებით მომსახურების მიღება უკვე კლინიკა “ჯერარსსა" და “ენმედიცშიც” შესაძლებელი

5fcddba846ac1
ვიქტორია მღებრიშვილი
07.12.20 11:45
847
ჯიპიაი ჰოლდინგის დაზღვეულები, სრულ სამედიცინო მომსახურებას დაფინანსებით კიდევ ორ კლინიკაში - “ჯერარსში” ( მუხიანის ქ 2) და “ენმედიცში” (წინანდლის ქ 9.) მიიღებენ .

როგორც BM.GE-ის სადაზღვევო კომპანიიდან აცნობეს, ამ ცვლილების შედეგად დაზღვეულებს, რომლებიც ისანი-სამგორის და გლდანი-ნაძალადევის რაიონებში ან მათთან ახლოს ცხოვრობენ სამედიცინო სერვისების მისაღებად შორს წასვლა აღარ სჭირდებათ. მათ საშუალება ექნებათ ჯიპიაის პირადი ექიმი სახლთან ახლოს, კლინიკა “ჯერარსში” ან “ენმედიცში” აირჩონ და შესაბამისად სრული სამედიცინო მომსახურება თანადაფინანსებით მიიღონ.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ახალი კლინიკების დამატებით ინდივიდუალური დაზღვევით სარგებლობა ბევრად გამარტივდა. ჯიპიაის პირადი ექიმი ახლა უკვე თბილისის ყველა დიდი უბნის, წამყვან კლინიკაში შეგიძლია აირჩიო. ამავე კლინიკაში შეძლებ მიიღო სხვადასხვა პროფილის ექიმის კონსულტაცია დაფინანსებით, გაიკეთო გამოკლვლევები და ლაბორატორიული ანალიზები.

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია დაზღვეულებს შევუქმნათ მაქსიმალური კომფორტი და არჩევანის საშუალება მივცეთ. პროვაიდერების ქსელის გაფართოებით, ჩვენი დაზღვეულები პირადი ექიმის არჩევას და სამედიცინო მომსახურების მიღებას თბილისის ყველა დიდ უბანში ჯიპიაის დაფინანსებით შეძლებენ. აქამდე ისანი-სამგორისა და გლდანი-ნაძალადევის რაიონებში მცხოვრებ ადამიანებს, ექიმთან მისასვლელად და დაზღვევის გამოსაყენებლად საკმაოდ შორ მანძილზე უწევდათ წასვლა. ახლა ეს საჭირო აღარ არის, მათ შეუძლიათ პირადი ექიმი სახლთან ახლოს, კლინიკა "ჯერარსში" ან “ენმედიცში” აირჩიონ და ყველა სამედიცინო სერვისი ამ კლინიკებში მიიღონ. ვფიქრობ, ეს სიახლე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლა, როცა უსაფრთხოების მიზნით მაქსიმალურად ვცდილობთ ხშირად არ გამოვიყენოთ ტრანსპორტი, მოვერიდოთ თავშეყრის ადგილებს და არ წავიდეთ შორს“, - აცხადებს ჯიპიაი ჰოლდინგის სამედიცინო დირექტორი ბესიკ ფესტვენიძე.

აღსანიშნავია, რომ ჯიპიაი ჰოლდინგის ინდივიდუალური ჯანმრთელობის პაკეტით დაზღვეულებს აქამდე პირადი ექიმის არჩევა და მომსახურების დაფინანსებით მიღება სამ ძირითად კლინიკაში : კურაციოში, ქართულ-ამერიკულ ჰოსპიტალსა და თბილისის ზღვის ჰოსპიტალში შეეძლოთ. ახლა ამ ჩამონათვალს კლინიკა “ჯერარსი” და “ენმედიცი” დაემატა. შესაბამისად ამ კლინიკებში პირადი ექიმის და პედიატრის კონსულტაცია 100%-ანი დაფინანსებით, ნებისმიერ ვიწრო სპეციალისტთან კონსულტაცია, გამოკვლევები და ლაბორატორიული მომსახურება კი შეუძლიათ თანადაფინანსებით მიიღონ.
(NS)