მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

JPMorgan-ი მცირე ბიზნესს $30 მილიარდით დაეხმარება

5ec3c5a284131
BM.GE
19.05.20 22:20
1623
აშშ-ს უმსხვილესი ბანკი JPMorgan Chase & Co აშშ-ში კორონავირუსის პანდემიის გამო დაზარალებული მცირე ბიზნესის დასახმარებლად 30 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის სესხს გამოყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ამერიკის წამყვანმა ბანკმა უკვე გამოყო 45 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის სესხი კომპანიების დასახმარებლად მარტსა და აპრილში.

ბანკის მთავარი აღმასრულებელი ოფიცრის ჯემი დაიმონი განცხადებით, სესხის ნახევარი გადაეცათ მცირე ზომის ისეთ კომპანიებს, რომლებშიც 5-ზე ნაკლები ადამიანია დასაქმებული.