მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კანონპროექტის მიზანი გამჭვირვალობაა, რაშიც პრობლემას ვერ ვხედავ - რატი ბრეგაძე

6406f3f79ecba
ინგა მურუსიძე
07.03.23 12:23
811
ეს კანონპროექტი ემსახურება გამჭვირვალობის მიზანს და გამჭვირვალობაში მე ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მედიის წარმომადგენლები შეეცადნენ, გაეგოთ მინისტრის პოზიცია გავლენის აგენტების შესახებ. რატი ბრეგაძე ამბობს, რომ გამჭვირვალობის წინააღმდეგი არ არის. 

მოვუწოდებდი ოპოზიციის წარმომადგენლებსაც, ნაცვლად ხმაურისა, მივიდნენ და ცივილურ ფორმებში დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია, როგორც კომიტეტებზე, ასევე პლენარულ განხილვაზე. კანონპროექტი განხილვის პროცესშია და ყველას შეუძლია აზრის გამოხატვა. დარწმუნებული ვარ, ლოგიკურად დასაბუთებული ყველა წინადადება, კანონში იქნება ასახული. რადგან როგორც ინიციატორი საუბრობს, ეს კანონპროექტი ემსახურება გამჭვირვალობის მიზანს და გამჭვირვალობაში მე ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. დარწმუნებული ვარ, საბოლოო ჯამში, თავად არასამთავრობო ორგანიზაციებსაც უნდათ, იყვნენ მაქსიმალურად გამჭვირვალედ და მჯერა, საზოგადოებრივი კონსესუსი მიღწეული იქნება ამ საკითხზე“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ და დასძინა, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელიც რეგიონში არის ლიდერი ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით.

“მთელი ეს აჟიოტაჟიო გამოწვეულია იმით, რომ ბევრს აღიზიანებს ის წარმატება, რასაც საქართველო აღწევს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე“, - თქვა იუსტიციის მინისტრმა.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები